|
2021-02-13 11:36:25, 590 ნახვა
პოლიტიკა
ნათია თურნავა - პოლიტიკური აქტივობა არ არის ინდულგენცია და არც ერთ ჩვენგანს პასუხისმგებლობისგან არ ათავისუფლებს
პოლიტიკური აქტივობა არ არის ინდულგენცია და არც ერთ ჩვენგანს პასუხისმგებლობისგან არ ათავისუფლებს, - ასე ეხმაურება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას საქმეს. როგორც თურნავა აღნიშნავს, პოლიტიკური პროცესი და მართლმსაჯულება ერთმანეთში არ უნდა ავურიოთ. „მე ვფიქრობ, რომ უნდა ვისწავლოთ და არ ავრიოთ ერთმანეთში პოლიტიკური პროცესი და მართლმსაჯულება, რომელსაც აქვს თავისი წესები. სასამართლო მიმდინარეობს და გამოიტანს თავის განაჩენს, არანაირი პოლიტიკური აქტივობა არ არის ინდულგენცია, არც ერთ ჩვენთაგანს არ ათავისუფლებს პასუხისმგებლობისგან. აქედან გამომდინარე ცინიკური დამოკიდებულება მართლმსაჯულების ძირითადი ინსტიტუტების მიმართ, ემსახურება მხოლოდ სახელმწიფოს დისკრედიტაციას, რაც მიუღებელია. კანონი უნდა იყოს ყველასთვის ერთიანი და პასუხისმგებლობა უნდა მოჰყვებოდეს ნებისმიერ დანაშაულს, მიუხედავად პოლიტიკური აქტივობისა“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)