|
2021-02-12 15:13:29, 665 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი - ნიკა მელია ვერ ჩამოყალიბებულა გადაიხადოს თუ არა გირაო, რაღაცას წვალობს
ეს უტიფარი განცხადებები, რომელიც დესტრუქციული ოპოზიციის წარმომადგენლის მხრიდან მოვისმინეთ, ყოვლად მიუღებელია, - ასე ეხმაურება თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარისთვის დაკისრებული გირაოს გადახდის საკითხს. მისი თქმით, მელია ჯერ კიდევ ვერ ჩამოყალიბებულა უნდა გადაიხადოს თუ არა დაკისრებული გირაო. „ჩვენ ვართ სახელმწიფო, რომელიც იმართება კანონებით. შესაბამისად, ყველა ის მოქალაქე, რომელიც ღიად აცხადებს, რომ არ ემორჩილება კანონს და სახელმწიფო ინსტიტუტებს, აქ პასუხი ძალიან მარტივია. სახელმწიფო მოქმედებს კანონების შესაბამისად. აქედან გამომდინარე, მინდა ვთქვა, რომ ეს უტიფარი განცხადებები, რომელიც ჩვენ ამ დესტრუქციული ოპოზიციის წარმომადგენლის მხრიდან მოვისმინეთ, ყოვლად მიუღებელია. რაღაცას წვალობს ბატონი მელია. როგორც ჩანს, ვერ ჩამოყალიბებულა უნდა გადაიხადოს თუ არ უნდა გადაიხადოს გირაო, ნაკლებად საინტერესოა“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას დაკისრებული გირაოს თანხის გადახდის ვადა დღეს ეწურება. მას 2020 წლის 20 ივნისს, საკანონმდებლო ორგანოსთან განვითარებული მოვლენების დროს „ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას“ ედავებიან.
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)