|
2021-02-12 14:58:24, 630 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი აბესაძის განცხადებით, ამ ეტაპზე „ევროპულ საქართველოს“ არავინ არ ტოვებს
„ევროპული საქართველოს“ წევრის, ირაკლი აბესაძის განცხადებით, ამ ეტაპზე პარტიას არავინ არ ტოვებს. მისი თქმით, პარტიაში შიდა ცვლილებებზე მსჯელობენ, რათა მომდევნო არჩევნებს კიდევ უფრო გაძლიერებულები შეხვდნენ. „ის, რომ პარტიას ცვლილებები სჭირდება ამაში ძალიან ღრმად ვარ დარწმუნებული, გარდა იმ ძალიან მძიმე დანაშაულებრივი დარღვევებისა, რომელსაც არჩევნების დროს ჰქონდა ადგილი „ქართული ოცნების“ მხრიდან. იმ გაყალბების შემდეგ, რაზედაც მთელი რიგი მტკიცებულებები არსებობს, მიღებული შედეგები გვაფიქრებინებს, რომ საჭიროა ცვლილებები და განახლება პარტიაში იმისათვის, რომ შემდეგ არჩევნებს ოპოზიციურ ფლანგზე მყოფი ერთ-ერთი პარტია შეხვდეს უფრო გაძლიერებული და საზოგადოების მხრიდან უფრო მაღალი მხარდაჭერის შესაძლებლობა და იმედი გვქონდეს. ამ ეტაპზე არავინ პარტიას არ ტოვებს, ჯერჯერობით საუბარია შიდა ცვლილებებზე“, - განაცხადა ირაკლი აბესაძემ. ცნობისთვის, ამ წუთებში „ევროპული საქართველოს“ ოფისში პარტიის ლიდერები არაფორმალურ შეხვედრას მართავენ.
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)