|
2021-02-12 11:23:05, 497 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ სარჯველაძე - ნიკა მელია ცდილობს, მის მიმართ ისეთი ღონისძიებები განხორციელებას, რომელიც ჰეროიზმის მანტიით შემოსავს
აშკარაა მცდელობა, რომ ნიკანორ მელიას მხრიდან მოხდეს მის მიმართ ისეთი ღონისძიებების განხორციელების პროვოცირება, რომელიც მას ერთგვარად ჰეროიზმის მანტიით შემოსავს, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა. მისი თქმით, ქვეყანაში არავის აქვს უფლება, რომ საკუთარი თავი სამართალზე მაღლა დააყენოს. „აშკარაა მცდელობა, რომ ნიკანორ მელიას მხრიდან მოხდეს პროვოცირება მის მიმართ ისეთი ღონისძიებების განხორციელებისა, რომელიც მისი გათვლებით, მას ერთგვარად ჰეროიზმის მანტიით შემოსავს, ეს არ არის სწორი გათვლა. მისი გადაწყვეტილების მიხედვით მოხდება შემდგომი გადაწყვეტილებების მიღება როგორც პროკურატურის, ასევე, პარლამენტის მხრიდან. რასაკვირველია, აქ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ არავის ამ ქვეყანაში არ აქვს უფლება საკუთარ თავს მისცეს უფლება, უფრო მაღლა დააყენოს თავი, ვიდრე საქართველოს სამართალი დგას“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ. ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას დაკისრებული გირაოს თანხის გადახდის ვადა დღეს ეწურება. მას 2020 წლის 20 ივნისს, საკანონმდებლო ორგანოსთან განვითარებული მოვლენების დროს „ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას“ ედავებიან.
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)