|
2015-10-06 10:16:25, 396 ნახვა
პოლიტიკა
მარგველაშვილი: მიმაჩნია, რომ საპრეზიდენტო დელეგაციას უნდა მისცემოდა საშუალება გაეროსთვის მიემართა
პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის შეფასებით, გაეროს გენერალური ასამბლეისთვის საპრეზიდენტო დელეგაციას უნდა მისცემოდა საშუალება, რომ მიემართა. ამის შესახებ პრეზიდენტმა გადაცემა „არჩევანში“ განაცხადა. მისივე თქმით, ის გაეროს ტრიბუნიდან პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის მიერ გაკეთებულ აქცენტებს და მის გამოსვლას მიესალმა, თუმცა არა ფაქტს. „მივესალმე პრემიერის გამოსვლას და არა ფაქტს, რომ გაეროში პრემიერი გამოდიოდა. მე მიმაჩნია, რომ ყველა წესით საპრეზიდენტო დელეგაციას უნდა მისცემოდა საშუალება გაეროსთვის მიემართა, მითუმეტეს ეს არ იყო მოლაპარაკება დეტალებზე, ეს იყო ქვეყნის წარმოჩენის შესაძლებლობა და ვალდებულება. ვიყავი რა აშშ-ში მე შევეცადე ქართული დელეგაცია გამეძლიერებინა, მაგრამ ქართული დელეგაციის გაძლიერება ბუნებრივი ნაბიჯია ნებისმიერი ქართველისგან. ამიტომაც მივესალმე ამ ყველაფერს და ჩემი რწმენით მათი მდგომარეობა გავაძლიერე.მე მიმაჩნია, რომ ეს ჩემი გასაკეთებელი იყო. როცა საქართველოს ინტერესები იქნება გასაძლიერებელი ამას გავაკეთებ მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება რაღაც დეტალები არ იყოს სწორი,"-განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)