|
2021-02-11 16:55:56, 614 ნახვა
პოლიტიკა
ევროპის სასაზღვრო და სანაპირო დაცვის სააგენტოსთან ახალი სამუშაო შეთანხმება გაფორმდა
დღეს, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა და ევროპის სასაზღვრო და სანაპირო დაცვის სააგენტოს (Frontex) აღმასრულებელმა დირექტორმა, ფაბრის ლეგერიმ ხელი მოაწერეს ოპერაციული თანამშრომლობის შესახებ ახალ სამუშაო შეთანხმებას. შეთანხმებამ ჩაანაცვლა მხარეებს შორის 2008 წელს გაფორმებული დოკუმენტი და განსაზღვრა პარტნიორობის ახალი მიმართულებები. უწყებებს შორის თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებებია საზღვრის მართვა, არალეგალური მიგრაციისა და ტრანსსასაზღვრო დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა. აღნიშნული ხორციელდება ინფორმაციისა და ანალიტიკური პროდუქტების გაცვლის, ასევე ევროკავშირის წევრი ქვეყნების სამართალდამცავებთან ერთობლივ ოპერაციებში მონაწილეობის გზით. Frontex-თან თანამშრომლობის ასევე მნიშნელოვანი კომპონენტია სამართალდამცველთა გადამზადება და ტექნიკური დახმარების პროექტების განხორციელება. „მიხარია, რომ დღეს ხელმოწერილი სამუშაო შეთანხმება იქნება მყარი სამართლებრივი საფუძველი ჩვენი სამომავლო წარმატებული თანამშრომლობისთვის, რომლის დადებითი შედეგი სცდება ორ ორგანიზაციას შორის არსებულ ურთიერთობას და მნიშვნელოვანი ეტაპია საქართველო - ევროკავშირის თანამშრომლობაში“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა. Frontex-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, თავის მხრივ, ხაზი გაუსვა საქართველოსთან, როგორც ევროკავშირის მთავარ პარტნიორთან, თანამშრომლობის მნიშვნელობას. „ათ წელზე მეტი ხნის წინ, კერძოდ 2008 წელს, Frontex-სა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის ხელმოწერილ იქნა პირველი სამუშაო შეთანხმება. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი თანამშრომლობის ეს ახალი ჩარჩო დოკუმენტი მოგვცემს შესაძლებლობას, კოორდინირებული ძალისხმევის გზით მივაღწიოთ უფრო მეტ პროგრესს საზღვრების უსაფრთხოებისა და საერთო გამოწვევებზე რეაგირების კუთხით“, - განაცხადა მან. ვიდეო კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, კახაბერ საბანაძემ, ევროკომისიის მიგრაციისა და საშინაო საკითხების გენერალური დირექტორატის (DG HOME) ხელმძღვანელმა, მონიკ ფარიამ, ევროკომისიის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატის (DG NEAR) ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა, მაჩეი პოპოვსკიმ და საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა.
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)