|
2021-02-11 09:20:23, 543 ნახვა
პოლიტიკა
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში აქცენტი გაკეთდა საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავებებზე
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში აქცენტი გაკეთდა საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავებებზე, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა განაცხადა. ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის კონსოლიდირებული ანგარიშის მომხსენებლებთან შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული რთული ვითარებაც. „განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ასევე საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავებებზე. ამ კონტექსტში საერთაშორისო საზოგადოების წინაშე კიდევ ერთხელ დაფიქსირდა მათი კონსოლიდირებული ძალისხმევის და გაძლიერებული მხარდაჭერის მნიშვნელობა, რათა დაუყოვნებლივ და უპირობოდ მოხდეს დღესდღეობით საქართველოს ყველა მოქალაქის გათავისუფლება, რომლებიც იმყოფებიან უკანონო პატიმრობაში, როგორც აფხაზეთის, ასევე ცხინვალის რეგიონის მიმართულებით. ამავე კონტექსტში მადლიერება გამოვხატეთ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიმართ, რომელმაც ახლახანს თავისი მხარდამჭერი განცხადებით დაგმო ზაზა გახელაძისთვის უკანონოდ გამოტანილი სასჯელი“, - განაცხადა თეა ახვლედიანმა.
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)