|
2021-02-10 15:39:44, 558 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი - მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტიკური ბაცილა ეროვნული სახელმწიფოს სხეულში
მიხეილ სააკაშვილმა გამოაქვეყნა ფაქტობრივად აჯანყების მიმართვა, ეგ არის პოლიტიკური ბაცილა ეროვნული სახელმწიფოს სხეულში, - ასე ეხმაურება პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი მიხეილ სააკაშვილის განცხადებას. მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკურ გამოქვაბულშია მოქცეული. „რაც მიხეილ სააკაშვილმა გამოაქვეყნა, ფაქტობრივად, აჯანყების მიმართვა, ეგ არის პოლიტიკური ბაცილა ეროვნული სახელმწიფოს სხეულში. დარჩა რომელიმე ელჩი საქართველოში, რომელიც პერსონა ნონგრატად არ არის გამოცხადებული მათი მხრიდან? არ დარჩა, რადგან ისინი პოლიტიკურ გამოქვაბულში მოექცნენ, რომელიც არის მხოლოდ ჩირაღდნებით ანთებული, რათა რამეს ცეცხლი წაუკიდონ“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა. ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, დაუმორჩილებლობის აქციები არის პირველი მერცხალი იმისა, რაც აუცილებლად დიდი მასშტაბით არის გასაკეთებელი საქართველოში.
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)