|
2021-02-09 13:01:04, 460 ნახვა
პოლიტიკა
ანრი ოხანაშვილი ნულოვან ბარიერზე - ოპოზიციური პარტიებისგან კონკრეტულ პასუხს ველოდებით
„კონკრეტულ პასუხს ველოდებით, თუ როგორ წარმოუდგენიათ პოლიტიკურ პარტიებს ამ შეთავაზებაზე მსჯელობა, - ასე ეხმაურება პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი პარტია „ქართული ოცნების“ შეთავაზებას ნულოვან ბარიერთან დაკავშირებით. მისი თქმით, თუკი ოპოზიციურ ჯგუფები აღნიშნული საკითხის მიმართ ინტერესს გამოხატავენ, სხვა ოპოზიციურმა პარტიებმა მათ ინტერესს პატივი უნდა სცენ. „კონკრეტულ პასუხს ველოდებით, თუ როგორ წარმოუდგენიათ კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიებს ამ შეთავაზებაზე მსჯელობა. მე ვფიქრობ, ყველა ოპოზიციურმა პარტიამ პატივი უნდა სცეს ერთმანეთის ინტერესს და თუკი ოპოზიციურ ჯგუფებში არიან ადამიანები, რომლებიც გამოხატავენ ინტერესს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით უნდა დავიწყოთ დისკუსია, სხვა ოპოზიციურმა პარტიებმა მათ ინტერესს პატივი უნდა სცენ. თუკი ამას არ აკეთებენ, ეს უკვე აჩენს ოპოზიციურ პარტიებს შორის დისონანსს. მე იმედი მაქვს, რომ საღი აზრი გამოიძებნება“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა. ცნობისთვის, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, 0-დან 3%-მდე საარჩევნო ბარიერთან დაკავშირებული რეფორმა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი შეიძლება გახდეს.
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)