|
2021-02-06 16:47:23, 635 ნახვა
პოლიტიკა
დავით ზალკალიანი - ყველა უწყება მაქსიმუმს გააკეთებს, რათა ზაზა გახელაძის საკითხმა საერთაშორისო ორგანიზაციების დღის წესრიგში წამოიწიოს
ყველა უწყება მაქსიმუმს გააკეთებს, რათა ზაზა გახელაძის უკანონო დაკავებამ საერთაშორისო ორგანიზაციის დღის წესრიგის პრიორიტეტულ საკითხებს შორის წამოიწიოს, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა. მისი თქმით, ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლოს მიერ უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძისთვის პატიმრობის მრავალწლიანი გახანგრძლივება პროვოკაციული ქმედებაა. „ყველა უწყება, რომელიც ჩართულია ამ პროცესში, თავისი მიმართულებით მაქსიმუმს გააკეთებს ამ პროცესში, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდაცია და ასევე, ყველა ფორუმის მაქსიმალურად გამოყენება იმისათვის, რომ ეს უკანონო დაკავება იყოს წამოწეული ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის დღის წესრიგის პრიორიტეტულ საკითხებს შორის. ეს არის ცალსახად პროვოკაციული ქმედება და არის მიმართული ქვეყნის შიგნით დაძაბულობის გამოწვევის თვალსაზრისით“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა. ცნობისთვის, ოკუპირებული ცხინვალის ე.წ სასამართლომ უკანონოდ დაკავებულ ზაზა გახელაძეს 12 წლით 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)