|
2021-02-06 13:22:16, 735 ნახვა
პოლიტიკა
ვიოლა ფონ კრამონი - ვერ ვხვდები ოპოზიციის ქმედების მოტივს, ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი მანდატების აღებაა
ევროპარლამენტის წევრი ვიოლა ფონ კრამონი აცხადებს, რომ ქვეყნის მომავლისთვის ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ოპოზიციის მიერ მანდატების აღებაა. როგორც ევროპარლამენტარმა „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში აღნიშნა, 31 ოქტომბრის საპარლამენტი არჩევნებზე იყო დაფიქსირებული დარღვევები, თუმცა გაყალბების მასშტაბი შედეგებზე დიდ გავლენას ვერ მოახდენდა. ვიოლა ფონ კრამონმა კვლავ მოუწოდა ოპოზიციას, რომ შევიდნენ პარლამენტში და დაიკავონ კუთვნილი ადგილები. „მე რომ ამომრჩეველი ვყოფილიყავი საპარლამენტო არჩევნებში, მოველოდებოდი ჩემს წარმომადგენელს პარლამენტში. მნიშვნელობა არ აქვს - ის უმრავლესობას დაიკავებდა, თუ ოპოზიციაში იქნებოდა. მე მექნებოდა სურვილი, რომ ჩემი არჩევანი პარლამენტში მენახა. დიახ, იყო საარჩევნო კოდექსის დარღვევა, იყო გაყალბებაც, მაგრამ არა იმდენად მნიშვნელოვანი, რომ შედეგებზე დიდი გავლენა მოეხდინა. ამას ადასტურებენ განსხვავებული არასამთავრობო და საარჩევნო ორგანიზაციებიც. ამიტომ მოვუწოდებ პოლიტიკურ პარტიებს შევიდნენ პარლამენტში და დაიკავონ კუთვნილი ადგილები“, - განაცხადა ევროპარლამენტარმა.
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)