10:08 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-04 13:39:39, 629 ნახვა

სამართალი
დავით გარეჯის საქმეზე დიმიტრი ლორთქიფანიძე გამოკითხვაზე იმყოფება

დავით გარეჯის საქმეზე პროკურატურაში პარლმენტის ყოფილი წევრი, დიმიტრი ლორთქიფანიძე გამოკითხვაზე იმყოფება.

უწყებაში შესვლამდე ლორთქიფანიძემ მედიასთან კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ საქმესთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ინფორმაცია გააჩნია.

„2 წლის თავზე რაც დაიკეტა ეს ინსტიტუტი და თანამშრომლები იყვნენ განთავისუფლებულნი, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოზიციის მქონე თანამშრომელი ბატონი ზურაბ ბოჭორიშვილი, რომელიც ასევე იქნა გათავისუფლებული სამსახურიდან და რომელიც იკავებდა პროექტის მთავარი ინჟინრის პოზიციას, გამოძახებული იქნა თავდაცვის სამინისტროში სპეციალურ ოპერატიულ თათბირზე, მას უშუალოდ მიმართა ბატონმა კეზერაშვილმა, იგი ატარებდა ამ თათბირს და ინტერესის საგანი იყო 1938 წელს გამოშვებული რუკის ორიგინალის საცავის შესაძლო ადგილმდებარეობა იცოდა თუ არა ვინმემ. ბატომა ბოჭორიშვილმა განაცხადა, რომ მან იცოდა ასეთი რუკების დაცვის ადგილსამყოფელის შესახებ, ანტონოვსკაიას 5 ნომერში მდებარე მიწათმოქმედების საპროექტო ინსტიტუტში. თავდაცვის მინისტრმა გააგზავნა სამი მაღალჩინოსანი პოლკოვნიკი, მათ აღწერეს ეს დოკუმენტაცია და რამოდენიმე დღეში იქიდან სატვირთო მანქანებით იქნა გაზიდული“, - განაცხადა ლორთქიფანიძემ.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინამ იერიში მიიტანა ყუბანში მდებარე ილსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე და როსტოვში მდებარე დიდ თავდაცვით ქარხანაზე
ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი ომს უკრაინის სრულ კაპიტულაციამდე გააგრძელებს.
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics