|
2021-02-03 15:05:41, 470 ნახვა
საზოგადოება
DRI - ცხინვალმა ახალგორის მოსახლეობა ფაქტობრივ ტყვეობაში აიყვანა და გადაადგილების უფლება ე.წ. შავ სიებში შეტანით აუკრძალა
ცხინვალმა ახალგორის მოსახლეობა ფაქტობრივ ტყვეობაში აიყვანა და მათ დიდ ნაწილს გადაადგილების უფლება ე.წ. შავ სიებში შეტანით აუკრძალა, - ამის შესახებ განცხადებას არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ (DRI) ავრცელებს. ორგანიზაციის ცნობით, ჩაკეტილი „საზღვრების“ ნაწილობრივ გასახსნელად ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებამ, ახალგორელებისთვის სპეციალური გადაადგილების საშვების გაცემა დაიწყო. „2020 წლის დეკემბერში, რაიონში ცხინვალიდან ასამდე საშვი ჩაიტანეს, თუმცა მხოლოდ ოცდაათის გაცემა შეძლეს, რადგან საშვის მიმღებთა უმეტესობას რაიონი უკვე დატოვებული ჰქონდა. ამასთანვე, ორგანიზაციისთვის ცნობილი გახდა, რომ ცხინვალმა შეადგინა ე.წ. „შავი სია“, სადაც ოცდახუთამდე ადამიანი მოხვდა. ეს იმ ადამიანთა ჩამონათვალია, რომლებიც გაურკვეველ მიზეზების გამო საშვებს საერთოდ ვერ მიიღებენ. აღნიშნულ ფაქტთან მიმართებაში, დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებს არანაირი კონკრეტული განმარტება არ გაუკეთებიათ. მეტიც, იანვრის ბოლოს „შავი სია“ კიდევ უფრო გაფართოვდა და მასში თითქის ასი ადამიანის მონაცემი შევიდა. ისევე როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტისთვის უცნობია, თუ რა კრიტერიუმებით ხელმძღვანელობს დე-ფაქტო ხელისუფლება შავი სიის შედგენისას; თუმცა, საკითხის შესწავლის შემდეგ, აღმოვაჩინეთ, რომ სიაში მოხვედრილთა დიდი ნაწილი საჯარო სამსახურში დასაქმებული პირია. რა მოსაზრებებითაც არ უნდა იყოს ნაკარნახევი ცხინვალის პოლიტიკა გადაადგილების თავისუფლებასთან მიმართებაში, ერთი შეიძლება ცალსახად ითქვას - იგი ატარებს დისკრიმინაციულ სახეს, ზღუდავს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს და ფაქტობრივად იწვევს ადგილობრივი მოსახლეობისაგან რაიონის დაცლას. ანატოლი ბიბილოვის დე-ფაქტო ხელისუფლებამ, ჩორჩანა-წნელისის კრიზისის შემდეგ, თბილისზე ზეწოლის მიზნით, ახალგორის მოსახლეობას გადაადგილების თავისუფლება შეუზღუდა, რაც, ფაქტობრივად, ახალგორის ადგილობრივი მოსახლეობისაგან დაცლას ემსახურება და მას მცოცავი „ეთნიკური“ წმენდაც კი შეიძლება ვუწოდოთ (ამ პოლიტიკის შედეგად ზარალდებიან, როგორც ადგილობრივი ქართველები, ასევე ოსები). განვლილი წელიწადნახევრის განმავლობაში, სხვადასხვა წყაროების შეჯერების შედეგად, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ახალგორის მოსახლეობა მნიშვნელოვნად შემცირდა. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია საქართველოს ხელისუფლებამ უზრუნველყოს საერთაშორისო საზოგადოების ძალისხმევის მობილიზება, რათა ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებამ და რუსეთის ფედერაციამ, რომელიც ამ ტერიტორიაზე ეფექტურ კონტროლს ახორციელებს, შეწყვიტონ ახალგორელთა უფლებების შეზღუდვა. ამასთანავე, საქართველოს ხელისუფლებამ, დროულად უნდა შეიმუშაოს ახალგორელთა დახმარების სპეციალური პაკეტი, რათა მათ, ხანგრძლივი იზოლაციის პირობებში, საკუთარი სახლების დატოვების გარეშე, შეძლონ ცხოვრებისათვის ელემენტარული პირობების უზრუნველყოფა“, - აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში.
მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ნანუკა ჟორჟოლიანის გაყალბებული ციტატა ვრცელდება - მითების დეტექტორი
ბარამიძე – პრეზიდენტ სააკაშვილს თავისი სათქმელი აქვს და რასაც ჩათვლოს საჭიროდ, იმას იტყვის
შვებულებაში გაშვებულ ზარდიაშვილის მოადგილედ ნავთობისა და გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ყოფილი ხელმძღვანელი დანიშნეს
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით სპეციალისტები მოსახლეობას აფრთხილებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)