|
2021-02-02 15:35:40, 871 ნახვა
პოლიტიკა
ალეკო ელისაშვილი - თეა წულუკიანმა ვერ გაბედა თავისი ნომრის დასახელება, აბა გაბედოს!
თეა წულუკიანმა ვერ გაბედა თავის ტელეფონის დასახელება, აბა გაბედოს, - ასე ეხმაურება პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი განათლების კომიტეტის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის განცხადებას. ჟურნალისტის შეკითხვაზე, დაარღვია თუ არა თეა წულუკიანმა პერსონალური ინფორმაციის გასაჯაროების წესები, ელისაშვილმა უპასუხა, რომ პროფესიით ისტორიკოსია და ამაზე კომენტარს ვერ გააკეთებს. „თეა წულუკიანმა ვერ გაბედა თავის ტელეფონის დასახელება. აბა გაბედოს, რათ მინდა ნიკა გვარამიას ნომერი, ისედაც ვიცი და თუ მჭირდება ვუკავშირდები ხოლმე. „ქართული ოცნება“ მოწყვეტილია ხალხს და ამის სათქმელად ვართ აქ შემოსული“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა. ცნობისთვის, განათლების კომიტეტის თავმჯდომარე თეა წულუკიანმა ოპოზიციონერ დეპუტატ ალეკო ელისაშვილს, რომელმაც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მოქალაქეებს საკუთარი ტელეფონის ნომერი ჩააწერინა და განაცხადა, რომ 31 ოქტომბრის არჩევნები გაყალბდა, ასე მიმართა: „ნიკა გვარამიას ტელეფონის ნომერს ჩაგაწერინებთ, დაურეკეთ ხოლმე და ის რასაც გიკარნახებთ, იმაზე უსაბრეთ პარლამენტში“.
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)