|
2021-02-01 15:56:56, 596 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი - დეპუტატის ადგილი პარლამენტშია, ვისაც არ ესმის ეს პასუხისმგებლობა, ხელი მაინც არ უნდა შეუშალოს სხვას
დეპუტატის ადგილი პარლამენტშია, ვისაც არ ესმის ეს პასუხისმგებლობა, ხელი მაინც არ უნდა შეუშალოს სხვას, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის მანდატების გარდა, დიალოგის საგანი არის უამრავი სხვა კონკრეტული პრობლემა, რომელიც აწუხებს თითოეულ მოქალაქეს. „დღეს ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის მანდატების გარდა დიალოგის საგანი არის უამრავი, ის კონკრეტული პრობლემებიც, რომლებიც აღელვებს თითოეულ ჩვენს მოქალაქეს. დღეს საქართველოს მოქალაქეებს აქვთ ყოველდღიური პრობლემები, მათ უჭირთ ოჯახის რჩენა, მათ ჯანმრთელობას აქვს უამრავი რისკი პანდემიიდან გამომდინარე. დღეს, საქართველოს მოქალაქემ თავისი მანდატის ფარგლებში თქვა, რომ დეპუტატის ადგილი არის პარლამენტში და თითოეული დეპუტატის მანდატი, რომელიც მოქალაქემ განუსაზღვრა თქვა, რომ პარლამენტშია თქვენი ადგილი, იქ იზრუნეთ ჩემზე, იქ მომიგვარეთ ეს პრობლემები, რომელიც მაქვს. ზოგს ესმის ეს პასუხისმგებლობა, ვიღაცას არ ესმის, ვისაც ესმის ის შრომოს პარლამენტში, ვისაც არ ესმის, იმან ხელი მაინც არ უნდა შეუშალოს იმას, ვისაც ესმის. დეპუტატის ადგილი არის პარლამენტში“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)