23:05 - 07 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-31 14:08:37, 898 ნახვა

პოლიტიკა
რუსეთის დუმის ექს-დეპუტატი - ახალმა რუსეთმა საქართველოსთვის აფხაზეთის და ე.წ სამხრეთ ოსეთის გადაცემა უნდა მოახდინოს

რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის ყოფილი დეპუტატი და პოლიტიკოსი ალექსეი მელნიკოვი, თვლის რომ ახალმა რუსეთმა უნდა შეწყვიტოს, ოკუპირებული აფხაზეთის, ე.წ სამხრეთ ოსეთის და დნესტრისპირეთის მხარდაჭერა. - სტატიას "ეხო მოსკვი" ავრცელებს.

პოლიტიკოსის აზრით, სეპატარისტული რეჟიმების მხარდაჭერა წარუმატებელი და ძვირად ღირებული არათუ ექსპერიმენტი, არამედ ჩიხში შესული, არაშორსმჭვრეტელი პოლიტიკაა. 

ყოფილი დეპუტატი თვლის რომ, რუსეთმა უნდა მოამზადოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საქართველოსთვის, დნესტრისპირეთის კი მოლდოვისთვის გადაცემის პროცესი.

„2021 წლის აგვისტოში შესრულდება „დამოუკიდებლობის“ 13 წლისთავი. რა არის მისი შედეგები? რის გაკეთება მოახერხა რუსეთის დიპლომატიამ იმისთვის, რომ მიეღწია ეს „სახელმწიფოები“ თუნდაც მსოფლიო თანამეგობრობის ნახევარს ეღიარებინა? ვერაფრის. რუსეთის რამდენიმე სატელიტისა და კლიენტის გარდა, აფხაზეთი და სამხრეთი ოსეთი არავინ აღიარა. ამავდროულად, ისინი რუსეთისგან ყოველწლიურად იღებენ ფინანსურ დახმარებასა და მხარდაჭერას, რომელსაც ბოლო არ უჩანს. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის პროექტი წარუმატებელ გადაწყვეტილებად უნდა ჩაითვალოს. კიდევ ერთი ასეთი „ჩამოკიდებული“ ტერიტორიაა დნესტრისპირეთი. ახალი რუსეთის წინაშე ობიექტურად დგას ამოცანა, შეწყვიტოს წარუმატებელი და ძვირად ღირებული არათუ ექსპერიმენტი, არამედ ჩიხში შესული არაშორსმჭვრეტელი პოლიტიკა და მოამზადოს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოსთვის, დნესტრისპირეთის კი - მოლდოვასთვის გადასაცემად“ - წერს მელნიკოვი.

ალექსეი მელნიკოვი არჩევნებზე დაშვებული ერთ-ერთი პოპულარული პარტიის "იაბლაკოს" პოლიტსაბჭოს წევრია. იგი ორჯერ იყო რუსეთის პარლამენტის არჩეული წევრი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics