|
2021-01-30 18:12:23, 513 ნახვა
საზოგადოება
ნოტარიუსთა პალატის საერთო კრებაზე დავით ფუტკარაძემ ნოტარიუსები დააჯილდოვა
ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარემ დავით ფუტკარაძემ საერთო კრებაზე ნოტარიატის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მოქმედ ნოტარიუსებს ,,საპატიო ნოტარიუსის" და ,,დამსახურებული ნოტარიუსის" წოდება მიანიჭა. ,,საპატიო ნოტარიუსის" წოდება მიენიჭა ნოტარიუსებს: ნარგიზა ჯანხოთელს, მარიკა გოგოლაძეს, თინათინ დევდარიანს და ოთარ ზოიძეს. ,,დამსახურებული ნოტარიუსის" წოდებით კი დაჯილდოვდნენ შემდეგი ნოტარიუსები: ლამარა დიდებაშვილი, რიმა ზურაბიანი, ზაირა ცარციძე, თამარ ონიანი, ლია ირემაძე, ელისო ყურაშვილი, ლიანა მინაძე, ამირან ჯამბურიძე, ლია ვადაჭკორია, ქეთევან ჭაფოძე, მანანა ჯიქია, თამილა გოგატიშვილი და მერაბ ფარჯიკია. ნოტარიუსებს, რომლებსაც ზღვრული ასაკის გამო შეუწყდათ უფლებამოსილება, ნოტარიატში მოღვაწეობისთვის მადლობის სიგელები გადაეცათ. ნოტარიუსთა საერთო კრებაზე ფიცი დადეს ახალდანიშნულმა ნოტარიუსებმაც. იუსტიციის მინისტრის ინიციატიცვით დაწყებული ნოტარიატის რეფორმის ფარგლებში, 2020 წელს დაინიშნა 4 ნოტარიუსი ისეთ რეგიონებში, რომლებიც მანამდე მოკლებული იყო სანოტარო მომსახურების ხელმისაწვდომობას.
გელენჯიკში დაღუპულთა რიცხვი ექვსამდე გაიზარდა, რომელთაგან სამი ბავშვია. დაახლოებით 40 ადამიანი დაშავდა
Deutsche Welle-ს ევროკავშირის დაფინანსებით ქართულენოვანი საინფორმაციო სამსახური გახსნა
საიამ სტრასბურგში არჩევნების საქმეზე ოცნების საპასუხო წერილობითი პოზიცია წარადგინა
WSJ: რუსეთის ხელისუფლება სექტემბრის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის საკითხს განიხილავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)