11:19 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-30 12:24:13, 695 ნახვა

სამართალი
გურიის პოლიციის დეპარტამენტს ლევან ხარებაძე, ხოლო სამცხე ჯავახეთის პოლიციას გურამ ზესაშვილი უხელძღვანელებს

გურიის პოლიციის დეპარტამენტს ლევან ხარებაძე, ხოლო სამცხე ჯავახეთის პოლიციას გურამ ზესაშვილი უხელძღვანელებს.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

​უწყების ინფორმაციით, გურიისა და სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელები შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ ბორცვაძემ წარუდგინა.

„ვლადიმერ ბორცვაძემ ლევან ხარაბაძეს და გურამ ზესაშვილს ახალ თანამდებობაზე წარმატებები და ნაყოფიერი საქმიანობა უსურვა.

გურიის პოლიციის დეპარტამენტს პოლიციის პოლკოვნიკი ლევან ხარაბაძე უხელმძღვანელებს. ახალ თანამდებობაზე დანიშვნამდე, ლევან ხარაბაძე შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი იყო.

რაც შეეხება სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტს - მას პოლიციის პოლკოვნიკი გურამ ზესაშვილი უხელმძღვანელებს. ამ დრომდე გურამ ზესაშვილი მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის პოზიციაზე მუშაობდა.

პოლიციის დეპარტამენტებში საკადრო ცვლილებები შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურული და საკადრო ოპტიმიზაციის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია, რომელიც პერიოდულად ხორციელდება. ოპერატიული საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, ცვლილებების მიზანია საპოლიციო საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდა, ქვეყნისა და მოქალაქეებისთვის მაქსიმალურად უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა“, - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
Hürriyet: თურქეთის მიერ რუსეთისგან შეძენილი S-400-ები სპარსეთის ყურის ერთ-ერთ ქვეყანას მიჰყიდეს
თბილისში დააკავეს 1 პირი, რომელმაც არასრულწლოვანი დანით დაჭრა და მიიმალა
CNN: ისრაელი ლიბანს უახლოეს დღეებში ოკუპირებული ტერიტორიების ნაწილს დაუბრუნებს
თეთრ სახლში ილია თოფურიას ორთაბრძოლის დროს, თავდასხმა იგეგმებოდა - 8 ეჭვმიტანილი დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics