03:33 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-29 21:03:46, 761 ნახვა

კომენტარი
იაგო ხვიჩია - შევხვდები ხელისუფლებას და გავაცნობ ჩემ პოზიციას, როგორ შევიყვანოთ ოპოზიცია პარლამენტში

„შევხვდები ხელისუფლებას და გავაცნობ ჩემ პოზიციას, როგორ შევიყვანოთ ოპოზიცია პარლამენტში“, - ამის შესახებ პარტია „გირჩი“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ მისი პარლამენტში შესვლა და იქედან ბრძოლა მისთვის მნიშნელოვანია.

„ჩვენ ვცდილობთ ხელისუფლებისა და ოპოზიციის შერიგებას, რომ მთელი ოპოზიცია შევიყვანოთ პარლამენტში.

ყოველდღიურად ვხვდები, ყოველდღიურად ვეკონტაქტები და ვცდილობ გავიგო, რა უნდათ იმათ. მალე შევხვდები ხელისუფლებას, მაშინ, როდესაც მათ არგუმენტებზე კონტრარგუმენტი მექნება მომზადებული.

შევხვდები დაველაპარაკები და ჩემს პოზიციას გავაცნობ, მე როგორ წარმომიდგენია განვითარება, როგორ უნდა შევიყვანოთ ოპოზიცია პარლამენტში.

ვფიქრობ, რომ ჩვენი შესვლა და შიგნიდან ბრძოლა მნიშვნელოვანი იქნება ზოგადად ქვეყნისთვის, ოპოზიციისთვისაც, ოღონდ ჩვენ ამისთვის პირობა გვაქვს, ისე შესვლას აზრი არ აქვს“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთი საწვავის შოკის წინაშე დგას: ბენზინის ფასები ერთ წელიწადში 20%-ით გაიზარდა
„საშინელი და უპრეცედენტო რეკორდი“ - რუსეთის არმიის დანაკარგებმა უკრაინაში 1.4 მილიონს მიაღწია
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics