|
2021-01-29 14:15:52, 670 ნახვა
პოლიტიკა
იუსტიციის მინისტრი საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
იუსტიციის მინისტრი იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილი, საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ქეთი სარაჯიშვილი და იაპონიის საელჩოს პირველი მდივანი აიმანიში ტაკაო. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე გოჩა ლორთქიფანიძემ აკირა იმამურას მიაწოდა ინფორმაცია ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებზე, რომელთაც იუსტიციის სამინისტრო ხელმძღვანელობს. საუბარი შეეხო საქართველოს მიღწევებს კორუფციის აღმოფხვრის, კარგი მმართველობის, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლო და პროკურატურის სისტემების გაძლიერების, ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებებით.მინისტრის თქმით, უწყება მნიშვნელოვან როლს ასრულებს საერთაშორისო სასამართლო ფორუმებზე სახელმწიფოსა და მოქალაქეთა ინტერესების წარმოჩენასა და დაცვაში ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო სასამართლოებში. ამის ნათელი მაგალითებია: 2021 წლის 21 იანვარს 2008 წლის ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება, სადაც რუსეთს დაეკისრა პასუხისმგებლობა აფხაზეთისა და ცხივნალის რეგიონის ოკუპაციის; ქართველთა ეთნიკური წმენდის, ქართველი სამხედრო ტყვეების და სამოქალაქო პირების წამებისა და მათი მკვლელობის გამოუძიებლობის გამო; აგრეთვე ე.წ. დეპორტირებულების საქმე, სადაც სტრასბურგის სასამართლომ სრულად გაიზიარა საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი არგუმენტები და რუსეთს კომპენსაციის სახით 10 მილიონი ევროს საქართველოსთვის დაუყოვნებლივ გადახდისკენ მოუწოდა. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ბავშვთა გატაცების წინააღმდეგ საქართველოს და იაპონიის წარმატებულ თანამშრომლობას. საქართველო შეერთებულია ჰააგის 1980 წლის კონვენციას და ეროვნული კანონმდებლობა უზრუნველყოფს კონვენციის დროულ და ეფექტიან იმპლემენტაციას. საქართველომ უკვე გამართა შეხვედრა იაპონურ მხარესთან და გაუზიარა გამოცდილება ბავშვთა გატაცების საკითხების სამართლებრივ და ინსტიტუციურ ჩარჩოსთან დაკავშირებით. აკირა იმამურა საქართველოში იაპონიის ელჩად გასული წლის დეკემბერში დაინიშნა. ის პროფესიონალი დიპლომატია, საქართველოში ჩამოსვლამდე საქმიანობდა დიდ ბრიტანეთში, ავსტრალიაში, კანადასა და რუსეთის ფედერაციაში.
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
საქართველოს ბანკის Student Card-ისა და sCool Card-ის მფლობელები ქუთაისში ტრანსპორტზე შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)