|
2021-01-29 12:26:13, 609 ნახვა
პოლიტიკა
გია ვოლსკი - „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ განცხადების, რომ დავით გარეჯი არ ეკუთვნის საქართველოს, ტაშით მიღება, სრული ლუსტრაციაა
„ივერი მელაშვილი ეროვნული გმირის პოზიციიდან საუბარი არის კიდევ ერთი მესიჯი რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ აგზავნის, რომ სრული ბოიკოტი გამოვუცხადოთ ქვეყანას“, - ამის შესახებ ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა. ვოლსკის თქმით, ლუსტრაციაა, რომ პოლიტიკოსებმა ე.წ კარტოგრაფების საქმეზე ბრალდებული ივერი მელაშვილის განცხადება ტაშით მიიღეს. „აღმაშფოთებელია და მე ვფიქრობ, სრული ლუსტრაციააის, რომ მთელმა რიგმა პოლიტიკურმა სუბიექტებმა, განსაკუთრებით „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დიდი ტაშითა და აღფრთოვანებით მიიღეს ის განცხადება, რომ დავით გარეჯი არ ეკუთვნის საქართველოს. არავითარ რუკებზე ან რაიმე ისეთ საკითხებზე რაც პროფესიონალურ ნაწილს ეხება, საუბარი არ არის. ივერი მელაშვილი ეროვნული გმირის პოზიციიდან საუბარი არის კიდევ ერთი მესიჯი რასაც ნაციონალური მოძრაობა აგზავნის, რომ სრული ბოიკოტი გამოვუცხადოთ ქვეყანას და საბოტაჟს პროცესი არ დასრულდეს“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
საქართველოს ბანკის Student Card-ისა და sCool Card-ის მფლობელები ქუთაისში ტრანსპორტზე შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)