|
2021-01-25 14:22:28, 511 ნახვა
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძის განცახდებით, ოპოზიციას სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილების მისაღებად მაქსიმალური ვადა მიეცა
ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, ოპოზიციას სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილების მისაღებად, კერძოდ, პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილების გამოსაცხადებლად, მაქსიმალური ვადა მიეცა. როგორც მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე აღნიშნა, „ქართული ოცნების“ გუნდი ორიენტირებულია, რომ ოპოზიციურ პარტიებმა შეძლონ საპარლამენტო საქმიანობაში ჩართვა. მისივე თქმით, რეგლმანეტში ცვლილებები მიმდინარე კვირაში განხორციელდება. „ქართული ოცნების“ გუნდი ორიენტირებულია მაქსიმალურად მისცეს შესაძლებლობა ოპოზიციურ პარტიებს სრულად ჩაერთონ საპარლამენტო საქმიანობაში, შესაბამისად, მიმდინარე კვირაში რეგლამენტში განხორციელდება ცვლილებები და ოპოზიციის წარმომადგენელ პარლამენტის წევრებს შეეძლებათ გაერთიანდნენ ჯგუფად და წარადგინონ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის და კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის კანდიდატურები. ოპოზიციურ პარტიებს ამავდროულად, რომლებიც ვერ ქმნიან ფრაქციებს, ასევე შეეძლებათ კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთონ საპარლამენტო განხილვებში, რითიც მათ საპარლამენტო დებატებში გამოსვლის დრო გაეზრდებათ 15 წუთამდე. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ მივცეთ მაქსიმალური ვადა, რომ მათ მიიღონ სწორი, სახელმწიფოებრივი, რაციონალური გადაწყვეტილება, ვიდრე პარლამენტი განიხილავს მათი უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
საქართველოს ბანკის Student Card-ისა და sCool Card-ის მფლობელები ქუთაისში ტრანსპორტზე შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)