19:55 - 07 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-25 12:19:32, 483 ნახვა

პოლიტიკა
NDI - გამოკითხულთა 72%-ის აზრით, პარლამენტის საქმიანობაში ყველა არჩეული პარტიის ჩართულობაა საჭირო

NDI-ის კვლევის თანახმად, მოსახლეობის დაახლოებით ნახევარმა საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობა კარგად (15 პროცენტი) ან საშუალოდ (36 პროცენტი) შეაფასა, რაც 2019 წლის ნოემბრის მაჩვენებელზე 15 პროცენტით მეტია. მ

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მიუხედავად ამისა, მოქალაქეებს ეჭვი ეპარებათ, რომ პარლამენტი მათთვის მნიშვნელოვან საკითხებს მოაგვარებს (41 პროცენტი არ მოელის, რომ პარლამენტი მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე იმუშავებს), ფართო საზოგადოებასთან კონსულტაციებს გამართავს (მოსახლეობის მეოთხედი არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ ახალი პარლამენტი მოქალაქეებს, ხოლო მესამედის აზრით, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს აქტიურად ჩართავს მათ საქმიანობაში) და ეთიკურად მოიქცევა (მხოლოდ 36 პროცენტი ეთანხმება ამ მოსაზრებას). უმრავლესობის აზრით, იმისთვის, რომ ახალმა პარლამენტმა მოქალაქეთა ინტერესები გაატაროს, პარტიების თანამშრომლობა (82 პროცენტი) და პარლამენტის საქმიანობაში ყველა არჩეული პარტიის ჩართულობაა (76 პროცენტი) საჭირო. ასე ფიქრობენ მოქალაქეები პარტიული კუთვნილების მიუხედავად.

„ახალი მოწვევის პარლამენტს მოსახლეობაში ნდობის გაჩენის პასუხისმგებლობა ეკისრება, რათა მოქალაქეებმა ირწმუნონ, რომ საზოგადოება აქტიურად იქნება ჩართული საპარლამენტო საქმიანობაში. ქვეყნის წინაშე მდგარი მწვავე პრობლემების მოგვარების პასუხისმგებლობაც ახალ პარლამენტს ეკისრება“, - განაცხადა ალან გილამმა.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ეჩმიაძინში სრულიად სომეხთა კათოლიკოს გარეგინ II-ის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
თურქეთი, საუდის არაბეთი და პაკისტანი „აგრესორების“ წინააღმდეგ ერთად იბრძოლებენ: შეთანხმებას ხელი მოეწერა
აშშ-ის დაზვერვა ვარაუდობს, რომ პუტინს შეუძლია უკრაინაში ომის პარალელურად ნატოს წევრ ქვეყანაზე თავდასხმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics