|
2021-01-24 19:52:50, 702 ნახვა
პოლიტიკა
სალომე სამადაშვილის განცხადებით, იმ ადამიანის დაკავება, რომელმაც აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრს თავზე ნაგავი დააყარა შერჩევითი სამართალია
სალომე სამადაშვილის განცხადებით იმ ადამიანის დაკავება, რომელმაც აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრს თავზე ნაგავი დააყარა შერჩევითი სამართალია. ამის შესახებ პარტია "ენმ-ს" წევრმა საკუთარ "ფეისბუქ" გვერდზე დაწერა და აღნიშნა, რომ არ მოსწონს, როდესაც ვინმეს თავზე ურნას ამხობენ, თუმცა კანონის აბუჩად აგდებაც კატასტროფაა. "დაკავებაზე-შერჩევითი სამართალია, როდესაც კონკრეტული პოლიტიკური შეხედულების ადამიანს აკავებ ხულიგნობისთვის, მაშინ, როდესაც დღემდე გამოუძიებელი და დაუსჯელია 20 ივნისის ღამის ჯალათების და მრავალი სხვა დანაშაული. გაუქმებული, ჩამოშლილი სახელმწიფოს და კანონის პირობებში, საერთოდ 'კანონიერების' პრინციპს ეკარგება შინაარსი. ეს არის ის უბედურება, სადამდეც მიიყვანა ქართულმა ოცნებამ ჩვენი ქვეყანა. პოლიტიკურ მორალს კი, შინაარსი ამ პირობებშიც რჩება. მეტიც, საზოგადოების ერთადერთ საყრდენად რჩება. ასე რომ დიახ, არ მომწონს ადამიანის თავზე ურნის დამხობა, ვინც არ უნდა იყოს ის. ის, რომ ქვეყანას მართავს ხელისუფლება, რომელსაც დემოკრატიული მანდატი დაკარგული აქვს და კანონიც აბუჩად აქვს აგდებული, ეროვნული კატასტროფაა, ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც და ზოგადად", - წერს სალომე სამადაშვილი. შეგახსენებთ, რომ აღნიშნული პიროვნება პოლიციამ რამდენიმე საათის წინ დააკავა. ასევე გაცნობებთ, რომ ამასთან დაკავშირებით ბათუმში საპროტესტო აქცია გაიმართა, რომლის მთავარი სლოგანია "სოლიდარობა ირაკლი ფანგანს".
ეჩმიაძინში სრულიად სომეხთა კათოლიკოს გარეგინ II-ის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
თურქეთი, საუდის არაბეთი და პაკისტანი „აგრესორების“ წინააღმდეგ ერთად იბრძოლებენ: შეთანხმებას ხელი მოეწერა
აშშ-ის დაზვერვა ვარაუდობს, რომ პუტინს შეუძლია უკრაინაში ომის პარალელურად ნატოს წევრ ქვეყანაზე თავდასხმა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)