|
2021-01-24 16:04:10, 707 ნახვა
საზოგადოება
ხატია დეკანოიძე - შეზღუდვები უნდა მოიხსნას და ჩემს თავზე ვიღებ პასუხისმგებლობას, რომ დღევანდელზე უარესი არაფერი მოხდება
შეზღუდვები უნდა მოიხსნას და ჩემს თავზე ვიღებ პასუხისმგებლობას, რომ დღევანდელზე უარესი არაფერი მოხდება, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციასთან გამათულ აქციაზე მისულმა „ენმ-ს“ წევრმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა. მისივე განცხადებით, არასწორია, როდესაც საქართველოს და ისეთ ქვეყნებს ადარებენ ერთმანეთს როგორიცაა გერმანია, აშშ და ა.შ, რადგან იქ მოქალაქეებს კომპენსაციას უხდიან. „ეს შეზღუდვები უნდა მოიხსნას, რათა ხალხი შიმშილით არ მოკვდეს. ძალიან ამორალურია ჩემთვის, როდესაც საქართველოში ამ „ლოქდაუნს“ და კომენდანტის საათს, ასევე კიდევ რაღაც დრაკონულ კანონებს ადარებენ ხოლმე საფრანგეთს, გერმანიას და აშშ-ს, სადაც ადამიანებს დანაზოგი აქვთ და მათ კომპენსაცია უხდიან. მე ვუერთდები ამ ადამიანების მოთხოვნას, უნდა გაიხსნას სამთო კურორტები, უნდა გაიხსნა სკოლები და უნდა გაიხსნას ბიზნესის ყველა სფერო აუცილებელი წესების დაცვით. ყველა შეზღუდვა უნდა მოიხსნას და ყველაფერი უნდა გაიხსნას, ეს ნაწილობრივი შეამსუბუქებს მდგომარეობას და მე შემიძლია ვთქვა, ჩემ თავზე ვიღებ პასუხსმგებლობას, რომ არაფერი არ მოხდება იმაზე უარესი, რაც ახლა ხდება“, - აცხადებს ხატია დეკანოიძე.
გელენჯიკში დაღუპულთა რიცხვი ექვსამდე გაიზარდა, რომელთაგან სამი ბავშვია. დაახლოებით 40 ადამიანი დაშავდა
Deutsche Welle-ს ევროკავშირის დაფინანსებით ქართულენოვანი საინფორმაციო სამსახური გახსნა
საიამ სტრასბურგში არჩევნების საქმეზე ოცნების საპასუხო წერილობითი პოზიცია წარადგინა
WSJ: რუსეთის ხელისუფლება სექტემბრის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის საკითხს განიხილავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)