|
2021-01-21 11:26:34, 507 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი - საერთაშორისო სასამართლოს მიერ 2008 წლის აგვისტოს ომის შეფასება უნდა გახდეს ახალი ეტაპი ქვეყნის დეოკუპაციისთვის
დღეს საქართველოს უახლოეს ისტორიაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დღეა. რამდენიმე საათში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას საქმეზე „საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება იქნება საფუძველი ქვეყნის შემდგომი დაცვისთვის საერთაშორისო დონეზე და აღნიშნული უნდა გახდეს ახალი ეტაპი ქვეყნის დეოკუპაციისთვის ბრძოლაში. „რამოდენიმე საათში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მიიღბს გადაწყვეტილებას საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“, ეს გადაწყვეტილება იქნება შედეგი 12 წლიანი შრომის ჩვენი თანამოქალაქეების, იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლების და დარწმუნებული ვართ, რომ ეს იქნება სამართლიანი გადაწყვეტილება, გარდა იმისა, რომ ეს ახდენს კომპენსაციას დაზარალებული ჩვენი მოქალაქეებისთვის, ეს იქნება საფუძველი მათი ინტერესების შემდგომი დაცვისთვის საერთაშორისო დონეზე. ეს არის პირველი საერთაშორისო სასამართლოს დონეზე შეფასება საქმის 2008 წლის ომის. ეს გადაწყვეტილება გვაკისრებს დამატებით ვალდებულებებს და ჩვენ უახლოეს პერიოდში უნდა გადავდგათ კონკრეტული ნაბიჯები ქვეყნის დეოკუპაციის მიმართულებით და ამ ნაწილში გვაქვს კონკრეტული გეგმა, რომელსაც საზოგადოებას უახლოეს პერიოდში გავაცნობთ. დღეს პირველად მიეცემა საერთაშორისო სასამართლოს მიერ შეფასება 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომს, ეს უნდა გახდეს ახალი ეტაპი ქვეყნის დეოკუპაციისთვის ბრძოლაში, იმისთვის, რომ საქართველოს მთავრობამ დაიწყოს დეოკუპაციის მიმართ უფრო აქტიური მოქმედებები, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
ეჩმიაძინში სრულიად სომეხთა კათოლიკოს გარეგინ II-ის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
თურქეთი, საუდის არაბეთი და პაკისტანი „აგრესორების“ წინააღმდეგ ერთად იბრძოლებენ: შეთანხმებას ხელი მოეწერა
აშშ-ის დაზვერვა ვარაუდობს, რომ პუტინს შეუძლია უკრაინაში ომის პარალელურად ნატოს წევრ ქვეყანაზე თავდასხმა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)