02:21 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-20 09:24:53, 560 ნახვა

მსოფლიო
აშშ-ის 46-ე პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინაუგურაცია დღეს გაიმართება

ამერიკის შეერთებული შტატების 46-ე პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ინაუგურაცია ვაშინგტონში დღეს, თბილისის დროით, 21:00 საათზე გაიმართება.

ფიცს უზენაესი მოსამართლის წინაშე ჯო ბაიდენამდე აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, კამალა ჰარისი დადებს, რომლის ინაუგურაციაც დღეს გაიმართება.

ღონისძიებას, რომელიც კორონავირუსის გამო ნაკლებად მასშტაბური იქნება, 1 000-მდე სტუმარი დაესწრება. 

როგორც ცნობილია, ჯო ბაიდენის ინაუგურაციას არ დაესწრება ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი და ღონისძიებაზე იქნება ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი მეუღლესთან, კარენ პენსთან ერთად, ასევე ყოფილი პრეზიდენტი ბარაკ ობამა მიშელ ობამასთან, ბილ და ჰილარი კლინტონები, ჯორჯ და ლაურა ბუშები.

აშშ-ის კაპიტოლიუმის შენობაში 6 იანვარს განვითარებული მოვლენების შემდეგ, შექმნილი უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკების გამო, ინაუგურაციის დროს უსაფრთხოების უპრეცედენტო ზომები იქნება მიღებული და დედაქალაქში 25 000-მდე ჯარისკაცი იქნება განთავსებული.

 





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics