02:22 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-18 21:29:55, 639 ნახვა

მსოფლიო
ევროპარლამენტი ალექსეი ნავალნის საკითხზე 19 იანვარს იმსჯელებს

ევროპარლამენტი რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის რუსეთში დაკავების საკითხზე 19 იანვარს იმსჯელებს.

აღნიშნულის შესახებ „ტვიტერის“ პირად გვერდზე რადიო თავისუფლების კორესპონდენტი რიკარდ ჟოზვიაკი წერს.

„ევროპარლამენტმა ხვალინდელ პლენარულ სხდომაზე დაამატა დებატების კიდევ ერთი საკითხი, რომელიც ალექსეი ნავალნის საქმეს უკავშირდება. რეზოლუციას თემაზე, სავარაუდოდ, ხუთშაბათს უყრის კენჭს", - წერს რიკარდ ჟოზვიაკი.

შეგახსენებთ, რომ რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი, რომელიც ქვეყანაში გუშინ ჩავიდა აეროპორტშივე დააკავეს და დღეს მას 30-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics