|
2015-10-02 11:01:22, 451 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი აფხაზებსა და ოსებს: იმედის თვალით შევყურებ იმ დღეს, როცა თქვენ ჩვენი საერთო კეთილდღეობის თანაზიარნი გახდებით
"ჩემი ღრმა რწმენით, არავის ძალუძს ისტორიის ხელახლა დაწერა და ჩვენი საერთო წარსულის ამოშლა; იმედის თვალით შევყურებ იმ დღეს, როცა თქვენ ჩვენი საერთო კეთილდღეობის თანაზიარნი გახდებით", – ასე მიმართა გაეროს გენერალური ასამბლეის 70–ე სესიის ტრიბუნიდან საქართველოს პრემიერ–მინისტრმა აფხაზებსა და ოსებს. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ისტორიული ტრაექტორია გულისხმობს მეტ თანამშრომლობას, ინტეგრაციასა და კეთილდღეობას. საქართველოს მთავრობის მეთაური აფხაზ და ოს და – ძმებს თანამშრომლობას და საერთო კეთილდღეობის გაზიარებას სთავაზობს. „ჩვენ შორის არსებული კავშირების უგულებელყოფისა და ჩვენს ერების დაშორების ყველა მცდელობა წარუმატებელი იქნება. თქვენ სარგებელს ნახავთ საქართველოს მზარდი ეკონომიკიდან და ევროკავშირთან ჩვენი ასოცირების ხელშეკრულებიდან, გააქტიურებული ვაჭრობისა და ვიზების ლიბერალიზაციის ჩათვლით. ჩვენი თანამშრომლობა წარმატებასა და სარგებელს მოგვიტანს,“ – აღნიშნა პრემიერმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)