|
2021-01-15 16:02:16, 594 ნახვა
საზოგადოება
ამირან გამყრელიძის განცხადებით, ვაქცინით მოსახლეობის 60% უნდა აიცრას, რათა შეიქმნას იმუნური ფენა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის,ამირან გამყრელიძის განცხადებით, ვაქცინით მოსახლეობის 60% უნდა აიცრას, რათა შეიქმნას იმუნური ფენა. როგორც ამირან გამყრელიძემ ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, საქართველოს კოვაქს პლატფორმა მიაწვდის ვაქცინის 20%-ს, ანუ მილიონ 400 ათას დოზას, რაც გათვლილია 700 000-ს ადამიანზე. მანვე დასძინა, რომ აღნიშნული ვაქცინაციის გეგმა არ არის გათვლილი 18-წლამდე ასაკის მოსახლეობისთვის. „ვაქცინაცია კოვიდის პანდემიის პერიოდში გახლავთ ერთ-ერთი მთავარი ორიდან, რომ პანდემია დასრულდეს. ორს როცა ვასახელებთ ერთი არის ვაქცინა და მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაცია, მოსახლეობის დაახლოებით 60% რომ შეიქმნას გაჯერებული იმუნური ფენა და მეორე გახლავთ ახალი ტიპის ანტივირუსული წამლები, ისინი აქტიურად ჩნდება ბაზარზე. როგორც კი, „კოვაქს პლატფორმა“ დაიწყებს ვაქცინების მიწოდებას ქვეყნებისთვის, რომლებიც გაერთიანებული არიან მის პლატფორმაზე, ის ქვეყნებს თანდათანობით მიაწვდის წლის განმავლობაში 20%-ს საჭირო ვაქცინებისა, ჩვენთვის დათვლილია დაახლოებით 700 000 ადამიანი, მილიონ 400 ათასი დოზა ანუ კოვაქსის პრინციპია, სანამ ყველა ქვეყანას 20% არ შეუსრულდება და ამისთვის მას წელს 2 მილიარდ დოზა ვაქცინაზე აქვს ხელშეკრულებები, მანამდე დამატებითი დოზები არ იქნება. ჩვენი ვაქცინაციის გეგმა გათვლილია 60%-ზე მოსახლეობისა, ანუ ეს ეხება 18 წელზე მეტი ადამიანებისთვის, 18 წლამდე არ არის კლინიკური კვლევები ვაქცინაციის“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
საფეხბურთო კლუბი იბერია სავიზო პრობლემების გამო ჩრდილოეთ ირლანდიაში გამგზავრებას ვერ ახერხებს
ინფანტინო ტრამპის ადმინისტრაციას FIFA-ს პრეზიდენტობის შენარჩუნებაში დახმარებას სთხოვს
SOCAR უზრუნველყოფს ყაზახური და თურქმენული ნავთობის ტრანზიტს ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში
თელავის მუნიციპალიტეტში დენის დარტყმის შედეგად, 56 წლის მამაკაცი დაიღუპა
|
რედაქტორის რჩევით
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)