23:50 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-13 21:51:32, 761 ნახვა

მსოფლიო
ამ წუთებში აშშ-ს სენატში დონალდ ტრამპის ინპიჩმენტის პროცედურა მიმდინარეობს

წარმომადგენელთა პალატაში აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის იმპიჩმენტისთვის ხმის მიცემის პროცედურა მიმდინარეობს.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში „დემოკრატებმა“ წარადგინეს დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის შესახებ რეზოლუცია, ოპონენტები მოქმედ პრეზიდენტს ამბოხის წაქეზებაში ადანაშაულებენ.

ტრამპის იმპიჩმენტის მხარდაჭერას გეგმავს „რესპუბლიკელი“ ლიზ ჩეინი და ყოფილი „რესპუბლიკელი“ ვიცე-პრეზიდენტის, დიკ ჩეინის შვილი.

„არ ყოფილა აშშ-ის პრეზიდენტის მხრიდან მისი თანამდებობისა და ფიცისადმი ამაზე დიდი ღალატი“, – ნათქვამია ლიზ ჩეინის განცხადებაში.

„სიბიესის“ ცნობით, ამერიკელების 55 პროცენტი დონალდ ტრამპის ხელმეორე იმპიჩმენტს მხარს უჭერს, 45 პროცენტი კი წინააღმდეგია.

ამის შესახებ აღნიშნულია უახლეს კვლევაში, რომელიც ამერიკულმა ტელეკომპანიამ დღეს გაასაჯაროვა.

კითხვაზე, აშშ-ში კიდევ ხომ არ არის მოსალოდნელი ძალადობა, გამოკითხულთა 74 პროცენტმა უპასუხა, რომ „გარკვეულწილად მოსალოდნელია“.

გამოკითხულთა 59 პროცენტი მიიჩნევს, რომ 6 იანვარს კაპიტოლიუმში განვითარებული მოვლენები შეიძლება შეაფასო, როგორც ამბოხი და მთავრობის გადაყენების მცდელობა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics