|
2021-01-09 15:43:22, 826 ნახვა
პოლიტიკა
ანრი ოხანაშვილი - გვაქვს მოლოდინი, რომ ოპოზიციური პარტიები მანდატს ჯანსაღად, ოპონირების რეჟიმისთვის გამოიყენებენ
„პარლამენტში პირველი ოპოზიციური პარტია შემოვიდა, გვაქვს მოლოდინი, რომ სხვა ოპოზიციური პარტიები მანდატებს ოპონირების რეჟიმისთვის გამოიყენებენ, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ოპოზიციური პარტიები, რომლებიც შემდგომშიც შევლენ პარლამენტში, ამომრჩევლის ინტერესებს გამოხატავენ. „საქართველოს პარლამენტში პირველი ოპოზიციური პარტია შემოვიდა. გვაქვს მოლოდინი, რომ სხვა ოპოზიციური პარტიები, რომლებიც საკუთარ ამომრჩეველს სცემენ პატივს და ის მანდატი, რომელიც მათ მათმა ამომრჩეველმა მისცა, ისინი გამოიყენებენ ჯანსაღად და რა თქმა უნდა, გამოიყენებენ, ოპონირების რეჟიმისთვის. ამიტომ, ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. ყველა პარტიას აქვს საკუთარი არჩევანის თავისუფლება, როგორ განვითარებას ჰპოვებს ის პოლიტიკურ ცხოვრებაში, ეს არის სრულად მათზე დამოკიდებული. ჩვენ, რა თქმა უნდა, ველოდებით, რომ ოპოზიციური პარტიები, რომლებიც შემდგომშიც შემოვლენ პარლამენტში, ისინი მათი ამომრჩევლის ინტერესებს გამოხატავენ და ჩვენ გვექნება ჯანსაღი პაექრობა“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
ეჩმიაძინში სრულიად სომეხთა კათოლიკოს გარეგინ II-ის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
თურქეთი, საუდის არაბეთი და პაკისტანი „აგრესორების“ წინააღმდეგ ერთად იბრძოლებენ: შეთანხმებას ხელი მოეწერა
აშშ-ის დაზვერვა ვარაუდობს, რომ პუტინს შეუძლია უკრაინაში ომის პარალელურად ნატოს წევრ ქვეყანაზე თავდასხმა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)