|
2015-10-01 16:08:12, 723 ნახვა
პოლიტიკა
ნიკა გვარამია: „რუსთავი 2“ დღეს დახურვის წინაშეა, ისე როგორც არასდროს
„ გასაოცარი მეოთხე წელი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის დაპირებით უნდა ყოფილიყო საუკეთესო, ბიძინა ივანიშვილმა დაიწყო სამარცხვინო ნაბიჯით. მან თავისი გადაწყვეტილებით რუსთავი 2 დახურა“, - განაცხადა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ სპეციალურ პრესკონფერენციაზე. „არ მოგატყუოთ იმან ახლა, რასაც ახლა ტელეეთერებში ხედავთ. ის, რო,მ ჩვენ მაუწყებლობას ვაგრძელებთ, არ ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლება ყველაფერს არ აკეთებს იმისთვის, რომ ჩვენ ეს მაუწყებლობა შევწყვიტოთ. დღეს როგორც არასდროს ჩვენ ახლოს ვართ ამ მაუწყებლობის შეწყვეტასთან. ჩვენ გადაკეტილი გვაქვს ყველა ფინანსური არხი, რომელსაც ვიყენებდით ალტერნატივის შემთხვევაში. ტელევციზია არის კონსიგნაციური ბიზნესი. ის როცა ყიდის სარეკლამო რგოლს, რამდენიმე თვის შემდეგ აქვს შემოსავალი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ რამდენიმე თვიანი პაუზის ამოსავსებად ფინანსური საბანკო მომსახურება“, - აცხადებს გვარამია. მისივე განმარტებით, დღეს ხელისუფლებამ რუსთავი 2-ს შეუზღუდა ფინანსების მოსაზიდად ერთადერთი ალტერნატიული გზა. სწორედ ამ და სხვა მიზეზების გამო ტელეკომპანიამ 6 მლნ დოლარის ინვესტიცია დავით კეზერაშვილის ნათესავისგან მიიღო. „შეგვიზღუდა ერთადერთი ალტერნატიული გზა, გვქონდეს დაფინანსება მაშინაც, როცა რთული პერიოდები გვიდგას. ეს არის ინვესტიციების მოზიდვა. ჩვენ მოვიზიდეთ 6 მლნ დოლარის ინვესტიცია. მოვიზიდეთ ადამიანისგან, რომელიც დიახ არის დავით კეზერაშვილის ნათესავი. ინვესტორი,რომელიც არ ჩაერეოდა ჩვენს სარედაქციო საქმიანობაში“, - აცხადებს „რუსთავი 2“-ს გენერალური დირექტორი. შეგახსენებთ, რომ „რუსთავი 2“-ის შემდეგ სასამართლომ კომპანია 51 % წილის მფლობელი შპს „საქართველოც“ დააყადაღა. ტელეკომპანია საქართველოს წილების დაყადაღების შესახებ დღეს ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც საჯარო რეესტრმა შპს-ს მონაცემებში შეტანაზე უარი თქვა, საუბარია ნასყიდობის ხელშეკრუილებაზე, რომელიც 29 სექტემბერს კომპანიის 100 % -ის მფლობელ ძმებ ყარამანაშვილებსა და დიმიტრი ჩიქოვანს შორის გაფორმდა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)