21:10 - 03 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-07 09:13:40, 690 ნახვა

საზოგადოება
მართლმადიდებლური ეკლესიის ნაწილი დღეს შობას აღნიშნავს

მართლმადიდებლური სამყარო დღეს შობას აღნიშნავს.

შობის საზეიმო ღვთისმსახურება სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს პატრიარქმა აღავლინა.

საშობაო ლიტურგია ყველა მოქმედ ტაძარში ჩატარდა.

პანდემიის გამო დღეს განსხვავებულად ჩაივლის „ალილო“. კორონავირუსის გამო მსვლელობა არ მოეწყობა. სასულიერო პირები დღეს ქალაქში მანქანებით მსვლელობას გამართავენ და ქალაქს აკურთხებენ.

საქართველოში შობას ძველი სტილით, ანუ იულიუსის კალენდრის მიხედვით აღნიშნავენ. იულიუსის კალენდარი 325 წელს მიიღო. ნიკეის პირველმა მსოფლიო საეკლესიო კრებამ და  ეკლესია მას დღემდე იცავს.
25 დეკემბერს ქრისტეშობას 10 ავტოკეფალური, მართლმადიდებელი ეკლესია ზეიმობს ესენია: კონსტანტინოპოლის, ალექსანდრიის, ანტიოქიის, საბერძნეთის, კვიპროსის, რუმინეთის, ბულგარეთის, ალბანეთის, ჩეხეთ-სლოვაკეთისა და ამერიკის,
ხოლო 7 იანვარს ქრისტეშობას 5 ავტოკეფალური, მართლმადიდებელი ეკლესია ხვდება: იერუსალიმის, რუსეთის, საქართველოს, სერბეთის, პოლონეთის.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკი პუტინს ფრონტის ხაზზე მოქმედების შეჩერებას და საჰაერო ზავის შეთანხმების გაფორმებას სთავაზობს
კობახიძემ წინა ადმინისტრაციის დროს აშშ-ის საელჩო საქართველოში სიძულვილის გაღვივებაში დაადანაშაულა
საფეხბურთო კლუბი იბერია სავიზო პრობლემების გამო ჩრდილოეთ ირლანდიაში გამგზავრებას ვერ ახერხებს
ინფანტინო ტრამპის ადმინისტრაციას FIFA-ს პრეზიდენტობის შენარჩუნებაში დახმარებას სთხოვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics