20:14 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-07 01:37:30, 601 ნახვა

მსოფლიო
ჯო ბაიდენი - მოვუწოდებ ამ ბანდიტებს, უკან დაიხიონ

აშშ-ს არჩეულმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა აშშ-ის მოქმედ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ტელევიზიითქვეყნისადმი მიმართვისა, კონსტიტუციის დაცვისა და ამბოხის დასრულებისკენ მოუწოდა.

"ქაოსი კაპიტოლიუმთან უნდა შეწყდეს, ახლავე. ის, რასაც ხედავთ კაპიტოლიუმთან, არ გამოხატავს იმას, რაც ჩვენ სინამდვილეში ვართ. ეს არის ექსტრემისტების მცირე ჯგუფი. მოვუწოდებ ამ ბანდიტებს, უკან დაიხიონ და დემოკრატიას წინსვლის საშუალება მისცენ. პრეზიდენტის სიტყვები ყოველთვის მნიშვნელოვანია, არ აქვს მნიშვნელობა ეს ცუდი, თუ კარგი პრეზიდენტია. საუკეთესო შემთხვევაში, პრეზიდენტის სიტყვები შთაგაგონებს, უარეს შემთხვევაში წაგაქეზებს“, – განაცხადა ბაიდენმა.

ტელეკომპანია "სი-ენ-ენი" ავრცელებს ვიდეოკადრებს, თუ როგორ ჩაამტვრიეს მათ კაპიტოლიუმის ფანჯრები და საკანონმდებლო ორგანოს შენობაში გადაძვრნენ. ამ დროს კონგრესში ორივე პალატა იყო შეკრებილი, რათა 3 ნოემბრის არჩევნებზე დემოკრატი ჯო ბაიდენის გამარჯვება საბოლოოდ გაეფორმებინათ. აღნიშნული ღონისძიება ძირითადად ცერემონიულ ხასიათს ატარებს და საუკუნეების წინ დამკვიდრებული ტრადიციაა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics