20:09 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-06 11:40:31, 835 ნახვა

მსოფლიო
აშშ-ის კონგრესი დღეს ერთობლივ სხდომას გამართავს და საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს დაამტკიცებს

აშშ-ის კონგრესის სენატი და წარმომადგენელთა პალატა დღეს ერთობლივ სხდომას გამართავს, რომელზეც საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები უნდა დამტკიცდეს.

ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, სხდომის პარალელურად, ვაშინგტონში დონალდ ტრამპის მხარდამჭერები მასშტაბურ საპროტესტო აქციას გამართავენ.

დაგეგმილი აქციის გამო, ქალაქში პოლიციასთან ერთად ეროვნული გვარდიის დანაყოფებიც იქნებიან მობილიზებული.

„რესპუბლიკელი“ კონგრესმენები ზოგიერთ შტატში არჩევნების შედეგების გაპროტესტებას აპირებენ. ისინი დარღვევების გამოსაძიებლად ორპარტიული საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვენ, რასაც კონგრესის ორივე პალატის თანხმობა სჭირდება. წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობას „დემოკრატები“ ფლობენ, რის გამოც „რესპუბლიკელი“ კონგრესმენების მცდელობა, საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები გააპროტესტონ, უშედეგო იქნება.

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის 3 ნოემბერს, აშშ-ში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების თანახმად, დემოკრატმა კანდიდატმა ჯო ბაიდენმა ამომრჩეველთა კოლეგიის 306 ხმა მიიღო, ხოლო რესპუბლიკელმა დონალდ ტრამპმა 232 ხმა მოიპოვა.





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics