|
2020-12-30 11:45:41, 507 ნახვა
პოლიტიკა
შს მინისტრის პირველმა მოადგილემ ევროკავშირის და საფრანგეთის ელჩებთან სამუშაო შეხვედრა გამართა
შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ - კახაბერ საბანაძემ და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა - ვაჟა სირაძემ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ევროკავშირის ელჩს - კარლ ჰარცელს, საფრანგეთის ელჩს - დიეგო კოლასს, ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციების - ICMPD-ისა და IOM-ის წარმომადგენლებს უმასპინძლეს. ვიზიტის მიზანი იყო "საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილების ეფექტიანად განხორციელების მიზნით შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაწეული სამუშაოების ევროპული მხარისთვის დეტალურად გაცნობა. კახაბერ საბანაძემ სტუმრებს ადგილზე გააცნო პროცედურა, რომელსაც 2021 წლის 1 იანვრიდან გაივლიან საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც უვიზო მიმოსვლის ფარგლებში მიემგზავრებიან ევროკავშირის წევრ ან შენგენის ზონის ქვეყნებში. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული კანონის ახალი რედაქციის თანახმად, შენგენის რეგულაციით, უვიზოდ მოგზაურობისთვის აუცილებელი დოკუმენტაცია და პირობები დამატებით საქართველოს სასაზღვრო გამტარ პუნქტშიც შემოწმდება, რა დროსაც, კანონით დადგენილი წესის შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეს შეიძლება, საქართველოს საზღვრის გადაკვეთაზე უარი ეთქვას. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის წარმომადგენლები, რომლებმაც სტუმრებს ინფორმაცია მიაწოდეს პროცესის შეუფერხებლად წარმართვისთვის ავიაკომპანიების ჩართულობის უზრუნველყოფის შესახებ. შეხვედრის დასასრულს, ევროკავშირის ელჩმა დადებითად შეაფასა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებული ღონისძიებები და კიდევ ერთხელ დააფიქსირა აღნიშნული პროცესის ეფექტიანად წარმართვისთვის ევროკავშირის მხარდაჭერა.
კახა კალაძე ინტერ რაოს დასანქცირებაზე: თუ საჭირო აუცლებლობა იქნება რა თქმა უნდა, შესაბამის ნაბიჯებს გადავდგამთ
პროკურატურამ გიორგი ბარამიძის განცხადებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო
Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება
ვალტონენი – ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)