|
2020-12-29 17:37:20, 757 ნახვა
პოლიტიკა
სერგი კაპანაძე - თუ პრემიერ-მინისტრი ვერ ხედავს პოლიტიკურ კრიზისს, პარლამენტს შეხედოს
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, სერგი კაპანაძე, გიორგი გახარიას განცხადებას ეხმაურება, რომ ქვეყანაში არ არის პოლიტიკური კრიზისი და ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც პარლამენტში არ შევიდნენ, მალე დაავიწყდება ხალხს. კაპანაძემ გახარიას ურჩია, რომ თუ ვერ ხედავს პოლიტიკურ კრიზისს, შეხედოს პარლამენტს, სადაც მხოლოდ ხოტბის მსხმელი დეპუტატები არიან წარმოდგენილნი. „თუ პრემიერ მინისტრი ვერ ხედავს პოლიტიკურ კრიზისს, პარლამენტს შეხედოს და დაინახავს იქ ვინ არიან წარმოდგენილები, მარტო ხოტბის მსხმელი დეპუტატები და მეტი არავინ და პრაქტიკულად, „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნების გაყალბებით და ხელისუფლების უზურპაციით მოახდინა ამ პოლიტიკური პროცესის ბოლომდე მონოპოლიზაცია და დაადგა ავტორიტარიზმს გზას და ავტორიტარიზმის გზაზე დადგომა თუ არ არის პოლიტიკური კრიზისი, აბა რა არის არ მესმის. აქ პრობლემა იმაში მდგომარეობს,რომ პოლიტიკური კრიზისი, მაშინ როცა ეკონომიკური კრიზისი გვაქვს, როდესაც მწვავე საბიუჯეტო კრიზისი გვაქვს ასევე, როდესაც ვალმა გადააშორა 60%-ს, რაც არის ის ზღვარი, რომლის იქითაც უბრალოდ სესხის აღება გაგვიჭირდება, როდესაც დენის ტარიფი გააძვირეს, ამას ემატება უმწვავესი კოვიდკრიზისი და ამ ყველაფრის ფონზე, როდესაც ხელისუფლება ამატებს პოლიტიკურ კრიზისს და თან ამას არ აღიარებს, ამ დროს ძალიან მძიმე მდგომარეობაშია ქვეყანა, ძალიან მძიმე მდგომარეობაშია ივანიშვილი და მისი გუნდი, როცა ამ აბსოლუტურად ნათელ რაღაცებს უბრალოდ არ იმჩნევს“, - განაცხადა კაპანაძემ.
კახა კალაძე ინტერ რაოს დასანქცირებაზე: თუ საჭირო აუცლებლობა იქნება რა თქმა უნდა, შესაბამის ნაბიჯებს გადავდგამთ
პროკურატურამ გიორგი ბარამიძის განცხადებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო
Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება
ვალტონენი – ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)