|
2015-09-30 15:56:01, 562 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი სესიაშვილი: წინა ხელისუფლებას 10-ჯერ მეტი „ნარუშილოვკა“ ჰქონდა გაცემული
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის ინფორმაციით, წინა ხელისუფლებას 10-ჯერ მეტი "საგზაო მოძრაობის წესებით გათვალისწინებული აკრძალვებისა და შეზღუდვებისაგან გათავისუფლების დამადასტურებელი საშვი“ - „ნარუშილოვკა“ ჰქონდა გაცემული. სესიაშვილი ე.წ. ნარუშილოვკებთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს მიზანმიმართულ პოლიტიკურ დაკვეთად აფასებს. "წინა ხელისუფლებას ზუსტად 10-ჯერ მეტი "ნარუშილოვკა" ჰქონდა გაცემული. ეს არ ამართლებს იმას, რომ ჩვენი ხელისუფოლების პირობებშიც შესაძლოა რიგ შემთხვევებში ამ დოკუმენტის არამიზნობრივად გამოყენება ხდება, მაგრამ ფაქტია, რომ არა მხოლოდ 10-ჯერ მეტი იყო ის გამოყენებული, არამედ მათი აღრიცხვა საერთოდ არ ხორციელდებოდა. აქ მთავარია ის, რომ ( მე ასე ვხედავ, ჩემი აზრი ასეთია) აქ იყო მიზანმიმართული პოლიტიკური დაკვეთა", - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა პარლამენტში. შეგახსენებთ, შს მინისტრის გადაწყვეტილებით, 2009 წლის სრულიად საიდუმლო ბრძანება და მის საფუძველზე გაცემული "საგზაო მოძრაობის წესებით გათვალისწინებული აკრძალვებისა და შეზღუდვებისაგან განთავისუფლების დამადასტურებელი საშვი - ე.წ. ნარუშილოვკები ძალას კარგავს. "შესაბამისად, ჩემი დავალებით, აღნიშნული საშვები მფლობელებს ჩამოერთმევა და განადგურდება" ,- განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა და აქვე დასძინა, რომ ახალი სრულიად საიდუმლო ბრძანება რამდენიმე დღეში ამოქმედდება და მოაწესრიგებს როგორც საშვების გაცემის, ისე ემათი გამოყენების კონტროლისა და საჭიროების შემთხვევაში, მათი ჩამორთმევის წესს. "გამკაცრდება რეგულაციები და ჩამოყალიბდება ეფექტური მონიტორინგის ქმედითი სისტემა", - აღნიშნა გიორგი მღებრიშვილმა. თუმცა, მღებრიშვილმა არ უპასუხა შეკითხვას - სპეციალური საშვი ჩამოერთმევა თუ არა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ლევან იზორიას ძმას.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)