13:50 - 07 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-25 13:24:03, 716 ნახვა

პოლიტიკა
„სამართლიან არჩევნებში“ განმარტავენ, რომ ფორმულაში შეცდომებზე პასუხისმგებლობა როგორც ISFED-ს, ასევე NDI-ის ეკისრებათ

„სამართლიან არჩევნებში“ განმარტავენ, რომ ფორმულაში შეცდომებზე პასუხისმგებლობა როგორც ISFED-ს, ასევე NDI-ის ეკისრებათ.

როგორც ორგანიზაციაში განმარტავენ, პივიტის დაფუძნება მოხდა ისრაელის პროგრამული უზრუნველყოფის მაგალითზე, ისრაელში კი ბათილ ხმებსაც ითვლიან. „სამართლიან არჩევნებს“ NDI-ისთვის წერილობით არ მოუწოდებია ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოში ბათილ ხმებს არ ითვლიან, რამაც ფორმულაში შეცდომა გამოიწვია.

„2020 წლის პროგრამული უზრუნველყოფა არ ეყრდნობა 2016 წლის სოფთს, რადგან 4 წლის განმავლობაში ეს მეთოდოლოგია გამოიყენება სხვა ქვეყნებში და იხვეწება. ამიტომ პივიტი ეყრდნობა არა იმავე ქვეყანაში გამოყენებულს, არამედ ყველაზე ბოლოს სად იყო ის გამოყენებული. კომისიის მოკვლევით სწორედ ამიტომ პივიტის დაფუძნება მოხდა იმ ქვეყნის სოფთზე სადაც ბათილი ბიულეტენები ითვლება. ეს ქვეყანა არის სერბეთი, სადაც არჩევნები ჩატარდა 2020 წლის ივნისში.

კომისიამ აღმოაჩინა რომ იყო შემდეგი ხარვეზი, მაშინ როცა ლოგიკურ ამოცანების ნუსხა „სამართლიანმა არჩევნება“ მიაწოდა NDI-ის ექსპერტებს, თუმცა წერილობით არ იყო მიწოდებული ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ როგორ ხდება საქართველოში საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გამოთვლა. აქ დავინახეთ „სამართლიანი არჩევნების“ პასუხისმგებლობა, რომ ამ მნიშვნელოვანი მონაცემის წერილობით გადაცემა არ მოხდა.

კომისიამ დაასკვნა, რომ ფორმულაში ადამიანური შეცდომა იყო, სადაც პასუხიმგებლობა თანაბრად მიუძღვის როგორც ISFED-ს ასევე NDI-ის. დაშინებას „სამართლიანი არჩევნები კატეგორიულად უარყოფს“, - განაცხადეს ორგანიზაციაში.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
კახა კალაძე ინტერ რაოს დასანქცირებაზე: თუ საჭირო აუცლებლობა იქნება რა თქმა უნდა, შესაბამის ნაბიჯებს გადავდგამთ
პროკურატურამ გიორგი ბარამიძის განცხადებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო
Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება
ვალტონენი – ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics