|
2020-12-25 01:04:11, 601 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს ყველა კათოლიკურ ტაძარში საშობაო მსახურება 21:00 საათამდე დასრულდა
საქართველოს ყველა კათოლიკურ ტაძარში საშობაო მსახურება 21:00 საათამდე დასრულდა. საქართველოს სხვადასხვა რეგიონში არსებულ კათოლიკურ ტაძრებში საზეიმო ლიტურიგია გაიმართა, თუმცა, პანდემიურ ფონთან დაკავშირებით, ტრადიციული ღამისთევის გარეშე. მათ შორის, თბილისშიც, ღვთისმშობლის ამაღლების ტაძარში, სადაც ღვთისმსახურებას ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო უძღვებოდა. ღვთისმსახურებას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე, თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი უკლება და სააგენტოს თანამშრომლები ესწრებოდნენ. კათოლიკე ეკლესიამ უარი თქვა მთავრობის მიერ შეთავაზებულ წინადადებაზე - საშვებით ისარგებლონ საშობაო ღამისთევაზე დასასწრებად. მთავრობის გადაწყვეტილებით, საშვებისთვის სასულიერო პირმა წირვაზე დასწრების მსურველთა სია და პირადი ნომრები სახელმწიფოს უნდა გადასცეს. ამ გადაწყვეტილებას კათოლიკე ეკლესია არ და ვერ იზიარებს, რადგან მიიჩნევენ, რომ შეუძლებელია წინასწარ იცოდეს სასულიერო პირმა ვინ მივა მსახურებაზე. გარდა ამისა, პრობლმას იწვევს მრევლის ყველა წევრისთვის პირადი ნომრის გამორთმევა: „საშვი გაიცემა იმათზე, ვის სახელებსა და პირადობის ნომრებს მიაწვდის ეპისკოპოსი რელიგიის სააგენტოში (რაც უკვე კარგა ხნის გაკეთებული უნდა იყოს). საიდან უნდა იცოდეს ეპისკოპოსმა ვინ აპირებს მოსვლას წირვაზე? მით უმეტეს, რომ შესაძლოა ისეთი ხალხიც იყოს მსურველი, რომლებიც იშვიათად დადიან ტაძარში? წარმოგიდეგნიათ, წინამძღვარი როგორ ურეკავს ყველა ოჯახს და ეკითხება, მოდიხარო წირვაზე, პირადობის ნომერი მომეციო...? განა პიროვნებების მონაცემების მიწოდება არაა პირადი თავისუფლების შეზღუდვა? ეს ირიბი იძულება ხომ არაა, რომ ეკლესიებში ნებადართულ პერიოდში ჩატარდეს მსახურებები? რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დროის მიუხედავად პირადად ყველას შეუძლია შეხვდეს იესოს, რომელიც იბადება“, - აცხადებს კათოლიკე ეკლესიის ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო.
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ტაილანდის საელჩომ განაცხადა, რომ პოპულარული თრეველ-ბლოგერის, გარდაცვალების შესახებ ოფიციალური შეტყობინება მხოლოდ 29 ივლისს მიიღო
უკრაინის დრონების თავდასხმებმა შავი ზღვის პორტების გავლით რუსეთში საქონლის ნაკადი შეაფერხა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ზელენსკი პუტინს ფრონტის ხაზზე მოქმედების შეჩერებას და საჰაერო ზავის შეთანხმების გაფორმებას სთავაზობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)