|
2020-12-24 20:29:39, 771 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი გახარია - ოპოზიციის არყოფნა პარლამენტში მე კი არ მიქმნის დისკომფორტს, ეს ქვეყნის პრობლემაა
"რა თქმა უნდა ოპოზიციის არყოფნა დარბაზში ეს არის პრობლემა და ჩემი პრობლემა კი არ არის, მე კი არ მიქმნის ეს დისკომფორტს, ეს არის ქვეყნის პრობლემა", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, ოპოზიციის პარლამეტში შესვლასთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, იმისთვის, რომ ქვეყანაში პროპორციული საარჩევნო სისტემა შემდგარიყო, ერთი წლის განმავლობაში ოპოზიციას, საეთაშორისო პარტნიორებს და მმართველ ძალას შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობდა. „ერთი წლის განმავლობაში, ოპოზიციამ მათ შორის, ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა, მმართველმა ძალამ - ძალიან ბევრი მოლაპარაკებები გამოვიარეთ იმისთვის, რომ პროპორციული საარჩევნო სისტემა ქვეყანაში შემდგარიყო, როგორც ფაქტი. მოდით შევთანხმდეთ, რომ „ქართულმა ოცნებამ" პირველად საქართველოს პოლიტიკურ ისტორიაში გადადგა ეს ნაბიჯი და რა თქმა უნდა კონსტიტუციაში გამაგრებულია, რომ 2024 წელი იქნება პროპორციული არჩევნები. ამის შემდგომ რა ხდება? ტარდება არჩევნები, რომელსაც ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია ერთხმად აღიარებს, ძირითადად დემოკრატიულ არჩევნებად. ამის შემდგომ, როდესაც ჩვენმა მოქალაქეებმა, პანდემიის პირობებში, დაახლოებით 2 მილიონი ადამიანი მივიდა სარჩევნო უბანთან ხმა მისცა 8 ოპოზიციურ პარტიას. პირველად საქართველოს ისტორიაში 60 მანდატი არის ოპოზიციის. ამ მიღწევაზე უარის თქმა და ამავდროულად მიზანმიმართული სახელმწიფოს და სახელმწიფოს ბევრი ინსტიტუტის, მათ შორის პარლამენტის, შინაგან საქმეთა სამინისტროს და პოლიციის, ჯარის დელეგიტიმაციისკენ გადადგმული კონკრეტული ნაბიჯები ჩემთვის უბრალოდ გაუგებარია. პარალელურად ფრთხილი მოწოდებები, საკმაოდ სუსტად დასაბუთებული რევოლუციისკენ მაშინ, როდესაც ქვეყანა გლობალური კრიზისული პროცესების წინააღმდეგ იბრძვის ჩვენს მოქალაქეებთან ერთად. რას მაგონებს ეს იცით? საქართველოს მოქალაქემ პოლიტიკოსებზე უკეთესად გაიაზრა რა გამოწვევების წინაშე დგას ქვეყანა, მივიდა არჩევნებზე, ხომ წარმოგიდგენიათ რა პანდემიური მდგომარეობა იყო მაშინ და ისე გადაანაწილა მანდატების რაოდენობა, რომ თქვა ნებისმიერი, ქვეყნისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელსაც სჭირდება მაგალითად ამდენი მანდატი ვერ იქნება მიღებული ოპოზიციის ჩართულობის გარეშე", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
კახა კალაძე ინტერ რაოს დასანქცირებაზე: თუ საჭირო აუცლებლობა იქნება რა თქმა უნდა, შესაბამის ნაბიჯებს გადავდგამთ
პროკურატურამ გიორგი ბარამიძის განცხადებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო
Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება
ვალტონენი – ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)