|
2020-12-24 14:22:14, 849 ნახვა
პოლიტიკა
ნათია თურნავა - ჩემთვის გაუგებარია, თუ არ მუშაობ, რატომ გაქვს მოლოდინი, რომ ბიუჯეტი, ხალხის ფული დაგაფინანსებს
ჩემთვის გაუგებარია, თუ არ მუშაობ, რატომ გაქვს მოლოდინი, რომ ბიუჯეტი, ხალხის ფული დაგაფინანსებს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა, ნათია თურნავამ პარლამენტში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. ნათია თურნავა აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ქუჩის გზა, რომელიც აირჩია ოპოზიციამ, უპასუხისმგებლობაა მათი ამომრჩევლის მიმართ. „რა თქმა უნდა, 9 პარტიას მისცა ამომრჩეველმა ხმა და სწორია რომ ოპოზიციური პარტიები თავის პოლიტიკურ დღის წესრიგს და ცხოვრებას მართავდნენ ცივილიზებულად საპარლამენტო ტრიბუნის გამოყენებით, ვეთანხმებით ელჩს ამ ნაწილში და ზოგადად, ქუჩის გზა, როდესაც ამომრჩეველი ხმას და მანდატს გაძლევს, რომ პარლამენტში წარმოადგინო მათი ინტერესები, უპასუხისმგებლოა ხალხის მიმართ. რაც შეეხება პარტიების დაფინანსების კანონპრეოექტს, მარტივი ლოგიკაა, ჩემთვის საერთოდ გაუგებარია, თუ არ მუშაობ, რატომ გაქვს მოლოდინი, რომ ბიუჯეტი, ხალხის ფული დაგაფინანსებს. კანონპროექტი აბსოლუტურად გამართული იყო სამართლებრივად და დავინახეთ სხვადასხვა სპეკულაციების საფრთხე და საბოლოო დამტკიცებამდე ამის გამო კანონი გადავუგზავნეთ ეუთო/ოდირსა და ვენეციის კომისიას“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
კახა კალაძე ინტერ რაოს დასანქცირებაზე: თუ საჭირო აუცლებლობა იქნება რა თქმა უნდა, შესაბამის ნაბიჯებს გადავდგამთ
პროკურატურამ გიორგი ბარამიძის განცხადებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო
Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება
ვალტონენი – ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)