21:54 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-23 17:19:49, 612 ნახვა

რეგიონი
შუახევში სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს სხდომა გაიმართა

შუახევის მუნიციპალიტეტის მერიაში, მერის სათათბირო ორგანო - სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო ახალი შემადგენლობით შეიკრიბა.

სხდომას, მრჩეველთა საბჭოს წევრებთან ერთად შუახევის მერის მოვალეობის შემსრულებელი ომარ ტაკიძე და მერის მოადგილე რუსუდან შავაძე ესწრებოდნენ.

ომარ ტაკიძემ საბჭოს განსახილველად მომდევნო წლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტი წარუდგინა. ისაუბრა, ჯანდაცვის მიმართულებით დაგეგმილ ახალ პროგრამებზე და იმედი გამოთქვა, რომ საბჭოს მუშაობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მუნიციპალიტეტის განვითარებას სხვადასხვა მიმართულებით.

სხდომა კითხვა-პასუხისა რეჟიმში გაგრძელდა.

საბჭოს თავმჯდომარედ, ვასო ხიმშიაშვილი, მდივნად კი, მზია გოგაძე აირჩიეს. მუნიციპალიტეტის მერის სათათბირო ორგანოს - მრჩეველთა საბჭოს საქმიანობის მიზანია ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის ხელშეწყობა, მათი ინტერესების წარმოდგენა და დაცვა, მერსა და მოსახლეობას შორის მჭიდრო ურთიერთობის უზრუნველყოფა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics