01:49 - 04 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-22 16:42:53, 484 ნახვა

საზოგადოება
ინგუშეთის ჩიხსა და გასასვლელში ასფალტის საფარი ეწყობა

გლდანის რაიონის გამგეობა საგზაო სამუშაოებს განაგრძობს. გამგეობამ წელს 22 ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაცია განახორციელა. ასევე, მოეწყო შიდა ეზოები. რამდენიმე მისამართზე კი, სამუშაოები მიმდინარეობს.

ამ ეტაპზე, ინფრასტრუქტურული პროექტი სრულდება გლდანში, ინგუშეთის ჩიხსა და გასასვლელში, რომლის ფარგლებში, დაახლოებით, 3 100 კვადრატულ მეტრ ფართობზე ორი ფენა ასფალტის საფარი იგება.

სამუშაოებისთვის, რომელსაც გლდანის რაიონის გამგეობის დაკვეთით, ტენდერში გამარჯვებული კომპანია ,,ბი ემ სი“ ახორციელებს, დაახლოებით, 195 000 ლარი დაიხარჯება.

მიმდინარე პროცესს გლდანის გამგებელი ბექა მიქაუტაძე საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატთან, გულია გოცირიძესთან ერთად გაეცნო.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ტაილანდის საელჩომ განაცხადა, რომ პოპულარული თრეველ-ბლოგერის, გარდაცვალების შესახებ ოფიციალური შეტყობინება მხოლოდ 29 ივლისს მიიღო
უკრაინის დრონების თავდასხმებმა შავი ზღვის პორტების გავლით რუსეთში საქონლის ნაკადი შეაფერხა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics