|
2020-12-20 18:40:41, 623 ნახვა
პოლიტიკა
ნიკოლოზ სამხარაძე - „ქართული ოცნება“ იყო ძალა, რომელმაც ქვეყანაში ოპოზიციას უპრეცედენტოდ მაღალი უფლებები მისცა
„ქართული ოცნება“ იყო ის პოლიტიკური ძალა, რომელმაც ამ ქვეყანაში ოპოზიციას უპრეცედენტოდ მაღალი უფლებები მისცა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" წევრმა და პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა. მისივე თქმით, მმართველი პარტია არც ახლა აპირებსნ ვინმესთვის ხმის ჩახშობას. „ქართული ოცნება“ იყო ის პოლიტიკური ძალა, რომელმაც ამ ქვეყანაში უპრეცედენტოდ მაღალი უფლებები მისცა ოპოზიციას საკონსტიტუციო ცვლილებების დროს. აქედან გამომდინარე, „ქართული ოცნება“ არც ახლა არ აპირებს არავისთვის ხმის ჩახშობას. პოლიტიკური პროცესი, რომელიც მიმდინარეობს, კონსტიტუციის ფარგლებში უნდა იყოს. თუ კონსტიტუციას არავინ დაარღვევს, შესაბამისად, მისი გამოხატვის თავისუფლება კონსტიტუციური ჩარჩოს ფარგლებში „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში გარანტირებული იქნება. რაც შეეხება რეგისტრაციიდან მოხსნას, ეს ეხება მომავალ არჩევნებს. იმის გათვალისწინებით, რომ კონსტიტუციაში უკვე დიდი ხანია წერია ეს საკონსტიტუციო ცენზები, ერთადერთი სიახლე ისაა, რომ პარტია დაჯარიმდება 2 ათასი ლარით, რაც მართლაც პატარა ჯარიმაა იმასთან შედარებით, თუ რამხელა ეფექტი შეიძლება ჰქონდეს კონსტიტუციის დარღვევას. თუ ვინმე კონსტიტუციას დაარღვევს, კონკრეტულ არჩევნებში რეგისტრაციიდან მოიხსნება, თანაც აქ საუბარია ლიდერზე“, - განაცხადა სამხარაძემ.
ვალტონენი – ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას
საფრანგეთის, გერმანიის, იტალიისა და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროები რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
მარგუს ცაჰკნა - ესტონეთი ქართველი ხალხის გვერდით დგას
გახარია საქართველოსთვის - ცინიკურია, რომ ოცნება ოკუპაციასა და ოკუპაციის მსხვერპლ მოქალაქეებზე მეტად ე.წ. რუსოფობიის გამო სწუხან
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)