|
2015-01-29 17:00:16, 2350 ნახვა
ეკონომიკა
დავით ბაქრაძე ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭოს დირექტორთა საბჭოს წევრებს შეხვდა
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭოს (EUGBC) დირექტორთა საბჭოსა და წევრი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრა სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ გაიმართა. შეხვედრაზე ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმების განხორციელების 2015 წლის სამოქმედო გეგმა განიხილეს. „ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო. განვიხილეთ უამრავი საკითხი მათ შორის შეხვედრაზე ყურადღება ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ (DCFTA) შეთანხმებით გათვალისწინებული რეფორმების განხორციელების საკითხებზე გამახვილდა“, - განაცხადა ბაქრაძემ. საქართველო-ევროკავშირის ბიზნეს-საბჭოს წევრებმა დავით ბაქრაძისგან მიმდინარე წლის გაზაფხულზე დაგეგმილი აღმოსავლეთ პარტნიორობის რიგის სამიტისთვის მზადების პროცესსა და მოლოდინებზე მოისმინეს დეტალური ინფორმაცია. შეხვედრაზე საუბარი ასევე, 2015 წლის აპრილში, ბრიუსელში დაგეგმილი ბიზნეს-კონფერენციისთვის მზადების საკითხებსაც შეეხო.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)