|
2020-12-19 15:22:50, 666 ნახვა
პოლიტიკა
კარლ ჰარცელი მიიჩნევს, რომ საარჩევნო რეგისტრაციის შეჩერებაზე კანონი უმსხვილესი ოპოზიციური პარტიისკენაა მიმართული
მმართველი პარტიის მიერ დაინიცირებული ორი საკანონმდებლო ინიციატივა ვფიქრობ არ შეუწყობს ხელს პროცესს და გულწრფელად გითხრათ, იწვევს შეშფოთებას, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა, ჟურნალისტებთან საუბრსიას განაცხადა. მისივე თქმით, პარტიებისთვის რეგისტრაციის გაუქმების შესახებ კანონპროექტი მიმართულია უმსხვილესი ოპოზიციური პარტიისკენ, მისი ყოფილი თავმჯდომარის, მიხეილ სააკაშვილის საფუძველზე. „როგორც ჩემთვისაა ცნობილი, მმართველმა პარტიამ ორი კანონპროექტი დააინიცირა, რომელთაგანაც ერთი პარტიების რეგისტრაციის გაუქმებას და მეორე, პარტიების დაფინანსებას ეხება. ვფიქრობ, რომ ეს ინიციატივები ხელს არ შეუწყობს პროცესს და გულწრფელად გითხრათ, შეშფოთებას იწვევს. რაც შეეხება პარტიების რეგისტრაციის გაუქმების საკითხს, ვფიქრობ, ეს არის კანონი, რომელიც მკაფიოდ არის მიმართული უმსხვილესი ოპოზიციური პარტიისკენ, მისი ყოფილი თავმჯდომარის სტატუსის საფუძველზე", - განაცხადა კარლ ჰარცელმა.
ვალტონენი – ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას
საფრანგეთის, გერმანიის, იტალიისა და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროები რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
მარგუს ცაჰკნა - ესტონეთი ქართველი ხალხის გვერდით დგას
გახარია საქართველოსთვის - ცინიკურია, რომ ოცნება ოკუპაციასა და ოკუპაციის მსხვერპლ მოქალაქეებზე მეტად ე.წ. რუსოფობიის გამო სწუხან
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)