|
2020-12-18 12:31:57, 566 ნახვა
საზოგადოება
გლდანის რაიონში ამორტიზებული ლიფტების რეაბილიტაცია განხორციელდა
გლდანის რაიონის გამგეობამ, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, ამხანაგობის მოთხოვნის საფუძველზე არაერთი პროექტი განახორციელა. მათ შორის, ლიფტების რეაბილიტაცია. მიმდინარე წელს, გლდანის რაიონის გამგეობის მიერ, 26 ამორტიზებული ლიფტი სრულად რეაბილიტირდა, 5 მისამართზე კი სამუშაოები მიმდინარეობს. მათ შორის, ლიფტების მოდერნიზაციის სამუშაოები გლდანის პირველი მიკრორაიონის N14 კორპუსის II სადარბაზოში დასრულდა, რომლისთვისაც გამგეობის ბიუჯეტიდან 33 228 ლარი გამოიყო. ასევე, სამუშაოები დასრულდა ამავე მიკრორაიონის N21 კორპუსის VI სადარბაზოში, რომლის ღირებულება 31 544 ლარია. გლდანის მეორე მიკრორაიონის N38 კორპუსის IV სადარბაზოში ლიფტის მოწყობისთვის კი 31 108 ლარი დაიხარჯა. სამუშაოების შედეგად, სრულად რეაბილიტირდა ლიფტი. შეიცვალა როგორც ლიფტის კაბინა, ასევე, მართვის კოლფი. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, გამგეობა სამუშაოებს 100%-ით აფინანსებს. ამხანაგობა კი, თავის მხრივ ვალდებულია, სამუშაოების ღირებულების 5%-ის ოდენობის თანხა ამხანაგობის ანგარიშზე განათავსოს და საერთო ქონების მოვლა-პატრონობას მოახმაროს. პირველი მიკრორაიონის N14 კორპუსის ამხანაგობას, გამგეობის მიერ, მიმდინარე წელს სახურავის, წყალარინების ქსელის და რამდენიმე სადარბაზოს რკინის კარის, ასევე, ლიფტის მოწყობის სამუშაოები დაუფინანსდა. ამხანაგობამ კი, ამ წესით განსაზღვრული შეგროვებული თანხით ამხანაგობის საერთო ქონებაში სხვადასხვა ტიპის სამუშაოები განახორციელა, მათ შორის, კორპუსის მეორე სადარბაზოს შესასვლელი მოწესრიგდა. აღნიშნულ მისამართზე ლიფტის რეაბილიტაციის დასრულებულ სამუშაოებს გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე გაეცნო.
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ტაილანდის საელჩომ განაცხადა, რომ პოპულარული თრეველ-ბლოგერის, გარდაცვალების შესახებ ოფიციალური შეტყობინება მხოლოდ 29 ივლისს მიიღო
უკრაინის დრონების თავდასხმებმა შავი ზღვის პორტების გავლით რუსეთში საქონლის ნაკადი შეაფერხა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ზელენსკი პუტინს ფრონტის ხაზზე მოქმედების შეჩერებას და საჰაერო ზავის შეთანხმების გაფორმებას სთავაზობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)