22:01 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-16 11:38:16, 583 ნახვა

კომენტარი
კახა კალაძე - მესმის, თავად მაქვს გამოვლილი გაჭირვება, მაგრამ არასდროს მიცდია მომეპარა სხვისთვის ან სახელმწიფოსთვის

მესმის და თავად მაქვს გამოვლილი გაჭირვება, მაგრამ არასდროს მიცდია მომეპარა რაიმე სხვისთვის ან სახელმწიფოსთვის, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, უნდა გაკეთდეს მაქსიმუმი იმ ადამიანებისთვის, ვისაც სჭირდება თანადომა და მხარდაჭერა.

„ყველაფერი ძალიან კარგად მესმის, მესმის გაჭირვება, თავად მაქვს გამოვლილი პერიოდი, როდესაც მიჭირდა, იყო რთული ვითარება, მაგრამ არასდროს არ გამიკეთებია და არ მიცდია მომეპარა ან წამერთვა რაიმე სხვისთვის ან თუნდაც სახელმწიფოსთვის. ჩვენ, ყველამ ერთად მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ და ვაკეთებთ, რომ გვერდში დავუდგეთ იმ ადამიანებს, ვისაც დღეს სჭირდება თანადგომა და მხარდაჭერა“, - განაცხადა კახა კალაძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics